ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი დავით შენგელია განცხადებას აქვეყნებს. (სტილი დაცულია)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ა.ა.ი.პ-ების ხელმძღვანელებთან დანიშნული შეხვედრების ვადა ამოიწურა.
არცერთი ა.ა.ი.პ.-ის ხელმძღვანელი საკრებულოში არ გამოცხადდა,რაც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.
აშკარაა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია,რბილად რომ ვთქვათ არ არის მზად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის მთავარ მამოძრავებელ-მაკონტროლებელ ორგანოსთან,საკრებულოსთან.
არ არის მზად ხელისუფლების დეცენტრალიზაციისთვის, დეცენტრალიზაციისთვის რომელიც მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება მუნიციპალიტეტს.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერია ისევე როგორც საქართველოს ხელისუფალი, ორგანიზაცია “ქართული ოცნება” ვერ გამოდის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან,რასაც ეწირება მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელთა ინტერესები.
შეიძლება ეს ერთგვარი პოლიტიკური შურისძიებაა რამდენიმე დღის წინ,საკრებულოს სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ჩაგდებისთვის,სადაც საკრებულოს უმრავლესობამ, ლოგიკურად არ დაუჭირა მხარი წარდგენილ ანგარიშს.
საკრებულომ რათქმაუნდა არ დაუჭირა მხარი იმ ანგარიშს სადაც არსებობდა უამრავი კითხვის ნიშნები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.
პასუხის გამცემი ამ და სხვა შეკითხვებზე არავინ რომ არარის, ამას მოწმობს მუნიციპალიტეტში არსებული ა.ა.ი.პ.-ების ხელმძღვანელების არგამოცხადებაც.
აბსოლუტური იგნორირება !!
მერი კი ისედაც,ბოლო ოთხი წელია მიზეზებით თუ უმიზეზოდ საკრებულოს სხდომაზე არ გამოჩენილა.
პრინციპში წინა მოწვევის საკრებულოს მერი არც დასჭირვებია სხდომებზე,რავიცი აბა “თავის შვილს ხომ არ დასჯიდნენ” ?!
გვესმის რომ საკრებულოსგან “პენალტს” არ იყო მიჩვეული ადგილობრივი ხელისუფლება,მაგრამ მათ კანონი ამას ადრე თუ მალე,მაინც აიძულებს,რომ სათითაოდ მობრძანდნენ საკრებულოში და დაემორჩილონ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.