ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჯომიდავა განცხადებას ავრცელებს

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჯომიდავა განცხადებას ავრცელებს:

ძვირფასო ჩხოროწყუელებო, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი კორონა ვირუსით დაიფინცირების შემთხვევაა არ დაფიქსირებულა!

ნუ ავყვებით ჭორებს! შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავურთხილდეთ საკუთარ ნერვულ სისტემას და დავზოგავთ გვერდით მყოფებს ფსიქო-ემოციური დატვირთვისაგან!


მთავარია გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. (ეწვიეთ ვებ გვერდს).
მოახლოებულია ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული,გვმართებს სიფრთხილე 

 არ დაგვავიწყდეთ სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად!

არ შევქმნათ ხალხთმრავლობა❗️❗️ დიდი ხნის უნახავი მეგობრები,მეზობლები და ნათესავები მოვიკითხოთ დისტანციურად❗️❗️


მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება- დარჩით სახლში❗️❗️
გისურვებთ ჯანმრთელობას!

ნინო ჯომიდავა

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში