CHKHOROTSKU.GE

ჩხოროწყუს რაიონის ბუნებრივი რესურსები

ავტორი chkhorotskuge

გთავაზობთ ჩხოროწყუელი მოსწავლეების ჩანაწერებს რაიონის ბუნებრივი რესურსების შესახებ

სასარგებლო წიაღისეული

ერთ დროს მთელი კავკასია ზღვით ყოფილა დაფარული. ამასთან დაკავშირებით რაიონის ტერიტორიაც ფრიად საინტერესო გეოლოგიური თავისებურებების მქონე მხარეა. აქ ნაპოვნი ფაუნისა და ფლორის კარგად შენახული ნაშთების შესწავლამ გეოლოგებს საშუალება მისცა დაედგინათ რაიონის ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორია. ღრმად ზღვაში მეტწილად თეთრი და ნაცრისფერი კირქვები ილექებოდა. ამჟამად კირქვები გაშიშვლებულია ოცინდალეს, მუხურისა და ნაფიჩხოვო-კურზუს მიდამოებში. კირცხის ტერიტორიაზე კირქვები მიწის სიღრმეშია განლაგებული, ნაკიანში, ახუთსა და ლეწურწუმეში გავრცელებულია კირქვიანი თეთრი კინგლომერატები. მეოთხეული პერიოდის მეორე ნახევარში ჩვენს კუთხეში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, წარმოიშვა ისეთივე გეომორფოლოგიური სახე, როგორიც ამჟამადაა. გეოლოგიურ- გეომორფოლოგიურმა პროცესებმა რაიონში დაგვიტოვეს ბუნების უნიკალური ძეგლები: გარახის მღვიმე მდ. ოჩხომურის შენაკად ბუმეს ხეობაში, ნაზოდელავოს და სავეკუოს მღვიმეები მდ. ზანის ხეობაში, ყალიჩონას მღვიმე, აგრეთვე “შურუბუმუს” მღვიმე ხობისწყლის წარმტაც ხეობაში. ეს მღვიმე მრავალდარბაზიანია, მორთულია სტალიქტიტებით და სტალაგმიტებით, ფარდებით და ჰიდროქიმიური აკუმულაციით, მღვიმის მიწისქვეშა მდინარეები და წყლები ულამაზესი სანახავია.
ძველი ისტორიული წყაროები კოლხურ ტომებს ასახელებენ როგორც უძველეს მეტალურგებს. სოფელ ჭოღაში 1972 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მეორე რაზმის მიერ პროფესორ დავით ხუხუტაშვილის მეთაურობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის გრიგოლ შენგელიას მიერ მიკვლეული მეტალურგიის კერების არსებობა. აქ აღმოჩნდა ქუჩა-სახელოსნოს ნაშთები, რკინის იარაღები, საშენი მასალები, რკინის მადანი, ნაღვენთები, წიდა და სხვა, რომლებიც ქრონოლოგიურად ჩვ. წ. აღ. -მდე VIII-IV საუკუნეებით თარიღდება. აქ მაღალხარისხიანი პროდუქცია მიღებულია, როგორც მაგნეტიტური ქვიშისაგან, ისე რკინისაგან, რომელიც ადგილზე მოიპოვებოდა. ამ მიკვლევების მიხედვით სოფელ ჭოღასა და მის მეზობლად მდებარე ხაბუმეს ტერიტორიაზე დადასტურებულია რკინის სადნობი ხუთამდე სახელოსნოს არსებობა.
სოფელ ოჩხომურში ნაპოვნი ანტიკური ხანის სამოსახლოს ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ განვითარებული იყო მელითონეობა, კაჟის ფერადი ქვისაგან მძივების დამზადება, რომლებიც ნაპოვნია, როგორც მთელი, ისევე ნატეხების სახით. აღსანიშნავია, რომ ფერადი ქვის მძივების წარმოებისათვის ნედლეული ადგილზე მდ. ოჩხომურისა და მისი მარჯვენა შენაკადების ხეობაში მოიპოვებოდა.
როგორც ვხედავთ ძირითადი სასარგებლო წიაღისეული კირქვები და მინერალური წყლებია. სოფელ მუხურის მახლობლად აღმოჩენილია ანდეზიტ-ბაზალტის საბადო, რომელსაც სხვადასხვა ზედაპირის მოსაპირკეთებლად იყენებენ.

მარიამ კაჭარავა
სალომე კვირკველია
X კლასი

მდინარეები და ტბა

რაიონის ძირითადი მდინარეებია ხობისწყალი და ოჩხომური. ამ მდინარეებს ახასიათებს გაზაფხულის საზრდოობა, ანუ ისინი საზრდოობენ გაზაფხულზე მთებში ნადნობი თოვლისა და ყინულის წყლით. ვხვდებით ასევე წყაროებს, ჭებს და ა. შ. ხობისწყალი მდიდარია კალმახით.
ჩხოროწყუს რაიონის მდინარეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ხობწყარი (ხობისწყალი), რომლის ზემო და ნაწილობრივ შუა დინება რაიონის ტერიტორიას შუაზე ყოფს. მდინარე ჩაუდის ჩხოროწყუს, ხობისა და სენაკის რაიონების ტერიტორიებს. იგი გამოედინება ოდიშის მთებიდან, სახელდობრ ტეხურის ზეგანიდან. ხალხში ამბობენ – ხობისწყლსა და მდინარე ტეხურს სათავე ერთ სასთუმალზე აქვთო, ერთი მოზრდილი ქვა (ტკილი) რომ არ ჰქონდეთ, ან ერთი იქნებოდა, ან მეორეო.
ხობისწყალი შავ ზღვას ერთვის რუდუტკალესთან (კულე) – სათავიდან შესართავამდე მდინარის სიგრძე 140 კილომეტრია. მისი შენაკადებია მარჯვნივ მდინარე ჭანწყალი და მარცხნივ ოჩხომური ზანაძგათი, რომლებიც თითქმის მთლიანად ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოედინებიან.
ხობისწყლის ხეობას იყენებდნენ და იყენებენ ხე-ტყის ჩამოსაზიდად. ამ ხეობაში მდებარეობს საქვეყნოდ განთქმული სამკურნალო მჟავე წყალი ლუგელა და საკურორტო სოფელი – მუხური, სადაც მთელი ზაფხულის სეზონში ჩამოჰქრის სიმხნევისა და ჯანმაგრობის ელექსირისი –– მასქური. აქვეა საშენი ქვის კარიერი და კირის ქარხანა.
მდინარე ხობისწყალზე 60-იან წლებში აგებული იქნა საკოლმეურნეობათაშორისი ჰიდროელექტროსადგური – ჩხორჰესი. რომელიც დღეს კეძო საკუთრებას წარმოადგენს.
ოჩხომური ერთი პატარა მდინარეა კოლხეთში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადი. ეს მდინარე გამოედინება სამეგრელოს მთების კალთებიდან, კერძოდ კურზუს მთის დასავლეთი ფერდობიდან, სოფელ ნაფიჩხოვოს გავლით შემოდის ჩხოროწყუს რაიონში, სამხრეთ დასავლეთით ჩაუდის სოფელ ჭოღას, სადაც მარცხენა მხრიდან იერთებს მოზრდილ ღელეებს –– დიჭყებს, ოღვაბეს, ჭოღაღალს და კირთხიმას. უფრო ქვემოთ ლეფირცხელედან გამოსულ ბუმეს, მარჯვენა მხრიდან –– ბოკისკურს და ამით გაუხვებული შემოდის ეგრეთწოდებულ ნაჯაგუს ხეობაში. გაივლის ჩხოროწყუს რაიონის ცენტრის აღმოსავლეთით, სადაც მას ერთვის ხობისწყლალი –– ჩხორჰესის არხი. ლეჯიქესთან კი იერთებს ჯოღორიაღალუს, სოფელ ქვედაჩხოროწყუს ქვემოთ უხვევს დასავლეთით და ლეტეშის პირდაპირ უერთდება მდინარე ხობისწყალს. ამ მდინარეთა შესაყართან იქმნება უბე –– სოფელი, რომელსაც, როგორც წესი, ეწოდება მდინარის სახელი –– ოჩხომური. (ძვ. სახვარა, ხორავების სოფელი). „ჩხომი“ მეგრულად თევზს ნიშნავს, „ოჩხომური“ სათევზაო ადგილს.
ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ სახელწოდება „ოჩხომური“ უპირველესად თევზით მდიდარი მდინარის სახელი იყო და შემდეგ შეერქვა ამ მდინარის განაპირა სოფელს.
მუხურის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა „ტობავარჩხილი“, რომლის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. ტობავარჩხილისთვის თვალის შევლების შემდეგ მზერა ცაშკიბულს აწყდება, მწვერვალი ხისტი მზერით თითქოს გვატყობინებს, რომ ამ მხარის ბატონპატრონია და გაიძულებს, მოწიწებით მოეპყრა მის სამფლობელოს.
ტობავარჩხილის შესახებ წარსულში ლეგენდა დაბადებულა. თქმულების მიხედვით, ვინც ტობაში ეცდებოდა ჭუჭყის განბანვას, უეცარი სასჯელი ევლინებოდა: ქორფა ღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და კოკისპირულ წვიმასთან ერთად დამაყრუებელი ჭექა-ქუხილით ტბის სიმშვიდის დამრღვევს აიძულებდნენ სწრაფად გაცლოდა იქაურობას. ირგვლივ დასადგურებულ სიმშვიდეს არჩვები თუ დაარღვევდნენ ან დამფრთხალი შურთხების გუნდი.
თათია გახარია
ეკა ადამია
XI კლასი

მინერალური წყლები
ლუგელა

მინერალური წყლები (მიწისქვეშა, ზოგჯერ ზედაპირული), დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა), ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.
საკურორტო მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა. ესაა მთისა და ზღვის შეზავებული, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, სამკურნალო მინერალური წყლები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლუგელა“. ლუგელა მდებარეობს სოფელ მუხურის ჩრდილო–დასავლეთით, რაიონული ცუნტრიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ლუგელას ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს „ტობა-ვარჩხილი“ და მწვერვალი „ცაშკიბული“.
ხეობა იწყება სოფელ მუხურის ტერიტორიაზე, სადაც შურუბუმუს კანიონი მდებარეობს. ხეობა თითქმის 80 კმ-ის მანძილზეა წარმოდგენილი.

წყარო:

http://bit.ly/WsjcIr

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00