ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რევოლუციამდე არსებული ეკლესიების და სასულიერო პირების ნუსხა

განვაგრძობთ აწ განსვენებული ვალერიან ახალაიას ” ჩხოროწყუს ისტორიის” ეპიზოდების გაცნობას. ცალკე გამოვყავით ეკლესიებისა და სასულიერო პირების ნუსხა, რომელიც სხვა მკვლევართა მხრიდან კიდევ დასამუშავებელია, მაგრამ საინტერესო იქნება მკითხველთათვის.

რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის  ძირითადი ნაწილის რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა. მორწმუნეებს თავიანთი სალოცავები, ლოცვისთვის განკუთვნილი ნაგებობა ჰქონდათ. იგი წარმოადგენდა ეკლესიის შენობას , სადაც ქრისტიანთა წირვა-ლოცვა იმართებოდა.

ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ჩანაწერების 780 წიგნი., საიდანაც ირკვევა , რომ ჩხოროწყუს რაინში რევოლუციამდე 34  ეკლესია მოქმედებდა. ისინი სხვადასხვა დროსაა ნაგები. მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული ოსინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია. დანარჩენები გვიან ფეოდალურ ხანაშია აგებული.

საეკლესიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რაიონში მოქმედი ეკლესიები  იყო:

  • პირველი ახუთის -მთავარანგელოზის;
  • პირველი ახუთის – მთავარანგელოზის  ღვთის ზედმიწერილი ღვთისმშობლის;
  • მეორე ახუთის წმინდა გიორგის;
  • მესამე ახუთის მაცხოვრის აღდგომის ;
  • ნაზოდელაუს  წმინდა გიორგის;
  • სავეკუოს წმიდა გიორგის;
  • ლეგერსამეს მაცხოვრის;
  • კირცხის წმინდა გიორგის;
  • სარაქონის წმინდა გიორგის ;
  • ლეწურწუმეს წმინდა გიორგის;
  • ლესიჭინეს ხელთუქმნელი მაცხოვრის;
  • ლესიჭინეს წმინდა გიორგის;
  • ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ;
  • ლეჯიქეს მიქელ-გაბრიელის მთავარანგელოზების;
  • ჩხორწყუს წმინდა გიორგის;
  • ნაკიანის წმინდა გიორგის
  • ლეახალეს წმინდა გიორგის;
  • ლექარჩეს მიქაილ და გაბრიელ მთავარ ანგელოზის;
  • გარახას წმინდა გიორგის;
  • მოიდანახეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის;
  • პირველი ჯუმითის წმინდა გიორგის;
  • ზემო ჯუმითის წმინდა გიორგის;
  • ზუმის წმინდა მთავარანგელოზის ;
  • პირველი მუხურის წმინდა გიორგის;
  • მეორე მუხურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის;
  • თაიის წმინდა გიორგის;
  • ოცინდალეს წმინდა გიორგის
  • პირველი ჭოღის მიქაილ და გაბრიელ მთავარ ანგელოზის;
  • ნაფიჩხოვოს წმინდა გიორგის;
  • ხანწკის წმინდა მაცხოვრის ფერიცვალების;
  • ქვედაჩხოროწყუს  წმინდა გიორგის  ეკლესიები არსებობდა.

აგრეთვე სასახლის სარის სალოცავები.

დასახლებული ეკლესიები სხვადასხვა დროს შედიოდნენ სამეგრელოს ეპარქიის ზუგდიდის ნაწილში, იმერეთის ეპარქიის სამეგრელოს ნაწილში, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. რაიონში მღვდლად მსახურობდნენ:

ანტონ პაპასქირი

ახუთში-ლაზარე ნაროუშვილი, ანტონ პაპასქირი, ერმინე ნაროუშვილი, ამბროსი კუხალაშვილი, იესე, ანტონ ვეკუები;

კირცხში– პეტრე , აკაკი გოშუები, გიორგი კვირტია, კონდრატე თათარაშვილი, არტემონბობოხიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, სტეფანე , ბესარიონ ხაბურზანიები;

ლესიჭინეში– იოანე კანკავა, ერმინე ცხაკაია, არტემონ ბობოხიძე, კალისტრატე ჭიჭინაძე, ერასტი ხორავა, აკაკი გოშუა;

ლეწურწუმეში– ნიკოლოზ ახვლედიანი, დავით, ნიკოლოზ ქუთელიები, სამსონ თოდუა;

ქვედაჩხოროწყუ-ლეჯიქეში -იოანე, მიხეილ ახალაიაები, კიმოთე ჟვანია, ანტონ ვეკუა;

ჩხოროწყუგარახაში – -იოანე, მიხეილ ახალაიაები, კიმოთე ჟვანია, კონსტანტინე, იესე, ბესარიონ, ერენტი, არსენ კვირკველიები;

ნაკიანში– ანტონ ჩიქოვანი, ტერენტი ქარჩავა ბასილ კვარაცხელია;

ხაბუმე-მოიდანახეში- დავით, ნიკოლოზ შენგელიები, ნიკოლოზ ახვლედიანი, იოანე ცირდავა, კონსტანტინე კვარაცხელია, სამსონ თოდუა ალექსი უბირია;

მუხურში: ნიკოლოზ, ესტატე ბენდელიანები, სვინონ კუხალაშვილი, დავით გახარია, ქროპირ ცირდავა;

ჭოღაში– იოანე, კონსტანტინე, სიმონ შენგელიები, ნიკოლოზ ხობელია, ტერენტი, კონსტანინე კვირკველიები, სვიმონ კუხალაშვილი, სამსონ ანჯაფაიძე, კონსტანტინე ბერიძე, ბესარიონ თოდუა, ანტონ პაპასქირი;

ნაფიჩხოვოში– დიმიტრი ბერულავა, იოანე შენგელია, სიმონ, პავლე ჯაფარიძეები, დავით ჭიჭინაძე;

თაიაში-სიმონ კუხალაშვილი, სოფრომ, მაქსიმე, თევდორე თოდუები;

ზუმში-გაიოზ , ანდრია, ლავრენტი, ტერენტი ურატაძეები.

სასულიერო პირები ეკლესიებთან ხსნიდნენ სკოლებს . დიდი ნაწილი ამ სკოლების დამფუძნებელია. კირცხელები არასოდეს დაივიწყებენ კონდრატე თათარაშვილს, ნაფიჩხოველები-დიმიტრი ბერულავას, ქვედა ჩხოროწყუელები-ანტონ ვეკუას და ა.შ. ამჟამად აღდგა ეკლესიათა ნაწილი და მიმდინარეობს რესტავრაციის პროცესი. ჩხოროწყუში მოღვაწეობენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან მოძღვრები მამა ალექსანდრე თოლორდავა, მამა გიორგი ქვარცხავა და სხვები. ჩხოროწყუს მიტროპილიტია პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო.

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი

გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან”