ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა

ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა. მთავარ როლში მოწვეული მსახიობი ოთარ ჩიქობავა იყო. როლებში ვიხილეთ ვალერი სიჭინავა,, ლიკა ახალაია. და დავით შენგელია.

სიკვდილის სტუმრობა წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებაში სარკაზმის ელემენტებს შეიცავდა.  სიკვდილი ხუმარაა, ცეკვა-სიმღერასაც კი ცდილობს, წარმოდგენილია როგორც ტრაგიკული, ხელმოცარული სუბიექტი, რომელიც თამაშობს,თუმცა კომიკური პერსონაჟის უკან  ის ბედისწერა  იკითხება, რაც ადმიანისთვის ყოველთვის ეგზისტენციალურია

მასთან თამაშის დროს მთავარ გმირში ცხოვრების მნიშვნელობის აზრი იცვლება.  ის ხვდება სიყვარულის  და ოჯახის პრიორიტეტულ მნიშვნელობას, განიცდის მეტამორფოზას.

მთავარ გმირთან ქართველი ემიგრანტის სტუმრობის  სცენაში ვალერი სიჭინავა ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა.   მან სპექტაკლში დრამატული ელემენტები და ემიგრანტული  მელანქოლიით შეპყრობილი ქართველის სახე დაგვანახა.  ის არ გავდა მის ტრადიციულ კომიკურ როლებს, რაც ხელოვანის მაღალ  ოსტატობაზე მიგვითითებს.

რეჟისორი დავით დარსალია უკვე წლებია ცდილობს ჩხოროწყუს სახალხო თეატრის  აღორძინებას.  ის სხვადასხვა თაობის მოსწავლეთა და სტუდენტების თეატრალური მაესტროა .

პატარა სცენის დეკორაციები  მხატვარმა ბაჩუკი  ჟვანიამ საუკეთესოდ მოაწესრიგა.  ფერების სწორი შერწყმა, კოსტუმები აშკარად მოუხდა საერთო აურას. მაყურებელი კიდევ უფრო ადვილად ჩაწვდა რეჟისორის ჩანაფიქრებს

ვიდეო

ფოტო .გამოყენებულია ჩხოროწყუს კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების სურათები

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში