საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და სხვა დონორი ორგანიზაციების ორგანიზირებით სათემო ლიდერთა შეხვედრა კარგ ტრადიციად იქცა. მასში როგორც წესი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებული ჯგუფები და და ლიდერებიც აქტიურად მონაწილეობენ. პანდემიის გამო წელს ფორმატი განსხვავებული იყო, თუმცა ჩხოროწყუელების აქტიურობა საგრძნობი გახლდათ.
კინოკლუბ”დუბლის” შესახებაც ჩვენი საიტი აქტიურად მოგითხრობთ. არც საქართველოს 2020 წლის საუკეთესო პედაგოგის, სოფო გოგოგოხიას საქმიანობა გამოგვრჩენია.
გიამბეთ მელორი მასწავლებლის შესახებ. ვთანამშრომლობთ ასოციაცია “ბილიკთან” და მის წარმატებულ ლიდერ, ქ-ნ ხათუნა მიქავასთან.
ეს ვიდეო კი “დუბლის” შესახებ გიამბობთ. მარიამ შელია, მიშო მირცხულავა, გაბრიელ თოლორდავა, სანდრო ჯიქია და სხვები თავიანთ კლუბზე გვიამბობენ, რომლის ინიციატორი სოფო და მელორია. უკვე სტუდენტებიც არ ივიწყებენ აფხაზეთის მეათე სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და თვითონ ხდებიან კარგი საქმეების ინიციატორები.