ჩხოროწყუში კონდიტერის პროფესიის საბაზისო ცოდნას 15 მოსწავლე დაეუფლება. პროექტში ქალაქ ჩხოროწყუს სამივე სკოლის ახალგაზრდაა ჩართული. სწავლების ცენტრად კი რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი საჯარო სკოლაა განსაზღვრული. სკოლის პარტნიორია ქალაქ ჯვარში არსებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“
პროექტი პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. რომელშიც 2017 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამა 6.000-ზე მეტმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ გაიარა. 2019 წელს კვლავ დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების ზრდა.
ჩხოროწყუში, ამ ეტაპზე მხოლოდ საბაზისო განათლებაზეა საუბარი. გათვალისწინებულია 24 შეხვედრა, რომელიც 48 საათი გაგრძელდება. იგეგმება შემდგომი თანამშრომლობა.
პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ 1983 წლიდან ფუნქციონირებს. სასწვალებელში ექვსი საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს (1. ელექტროობა 2. ექთნის თანაშემწე 3. ინფორმაციის ტექნოლოგია 4. ზეინკალ-სანტექნიკოსი 5. ფილამწყობი 6.. სამკერვალო წარმოება)
შეხვედრებს და პრეზენტაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია ესწრებოდა