2025 წლის 10 იანვარს, 16 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება გიორგი ლეონიძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა. ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრალური სტუდია „ყირამალა“ წარმოგიდგენთ მინისპექტაკლს „ნატვრის ხე“, გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით.
დადგმის რეჟისორი − დათიკო დარასელია, პედაგოგი − დათო შენგელია, კომპოზიტორი − იაგო ქებურია.
დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, ქ. ქუთაისში ჩატარდა მე -15 -ე სასკოლო თეატრალური ფესტივალი ,,N-ოვაცია,, სადაც მონაწილეობა მიიღო 16 საჯარო სკოლამ და თეატრალურმა დასმა. მათ შორის მონაწილეობას ღებულობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული თეატრალური დასი,, ყირამალა” სპექტაკლი გ. ლეონიძის ,, ნატვრის ხე” .
მუხურის N 1 საჯარო სკოლის თეატრალურმა სტუდიამ სპექტაკლით ,,ჯარისკაცის დღიურები,,ლაშა გიგნიაშვილი ,,წითელი ზოლის,,მიხედვით.
ჟიურის გადაწყვეტილებით ჩვენი მუნიციპალიტეტის თეატრალური კოლექტივები დაჯილდოვდნენ შემდეგნაირად:
საუკეთესო სპექტაკლი ,,ნატვრის ხე,, საუკეთესო რეჟისურა.
საუკეთესო მამაკაცის როლი დათო ხორავა.
საუკეთესო პედაგოგი: დათო შენგელია.
საპატიო სახელობით დიპლომებით დაჯილდოვდნენ: მართა ვეკუა,ნატალი მიქაია,ალექსანდრე კუჭუხიძე,ლექსო ბებია,ოთო ღურწკაია,ლუკა შანავა,ნიკოლოზ კუჭუხიძე,ალექსანდრე ფირცხალავა.
ხოლო ფესტივალის გრან-პრი მუხურის #1საჯარო სკოლამ დაიმსახურა.
ასე რომ თბილისში მყოფ თეატრის ყველა მოყვარულს და ჩხოროწყუელებს სპექტაკლზე გელით