შოთა წურწუმია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
შოთა წურწუმია დაიბადა 1989 წლის 24 აპრილს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემში.
2006 წელს დაამთავრა ლეწურწუმეს საჯარო სკოლა. 2009-2013 წლებში სწავლობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 2013-2015 წლებში გაიარა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
ბავშვობიდან იტაცებდა სპორტი, კერძოდ კი ,,შოტოკან კარატე-დო”, რომელშიც კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ, 2008 წელს მიენიჭა l დანი (შავი ქამარი), ხოლო 2009 წელს მწვრთნელის კვალიფიკაცია.
2010-2013 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში უძღვებოდა კარატეს წრეს. 2014-2017 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრი და პარალრლურად მუშაობდა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. სტუდენტობის პირველი წლებიდანვე მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადა და სხვა გაზეთებსა თუ ჟურნალებში. 2013 წელს გამოიცა მისი ბავშვობისდროინდელი ლექსების კრებული, სახელწოდებით ,,რითაც მე ვსუნთქავ” ხოლო 2016 წელს მეორე ,, მე, სიმარტოვე და პოეზია”. ამჟამად ცხოვრობს მშობლიურ ჩხოროწყუში, ყავს მეუღლე, დედა, ძმა და სამი და