09 ოქტომბერს 15:00 საათზე , ადგილობრივ რესურს-ცენტრში, ასოციაცია ,,დეა“ ატარებს შეხვედრას პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანია პედაგოგების ინფორმირება კონსტიტუციაში ასახულ საარჩევნო ცვლილებებზე, მოქალაქეთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებებსა და აქტიური მოქალაქეობის პრინციპებზე.
შეხვედრა ტარდება ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,იყავი აქტიური მოქალაქე, იცოდე შენი საარჩევნო უფლება!“ ფარგლებში.
პროექტის ძირითადი ამოცანებია: 1. საინფორმაციო საინფორმაციო–საგანამანათლებლო კამპანიის წარმოება; 2. სამოქალაქო კულტურის ამაღლებისკენ მიმართული მედია და PR კამპანიის წარმოება.
პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდარით.
გთხოვთ, გვეწვიოთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ასოციაცია ,,დეა“
ლაზის ქუჩა #3
(0415) 22 06 11