პირველად საქართველოში საჯარო და კერძო სკოლების საბაზისო საფეხურის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ STEM მიმართულებით.
S.T.E.M სკოლა, რომელიც საქართველოს ბანკისა და სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School-ის ერთობლივი პროექტია, მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით.
STEM სკოლაში ჩარიცხულ რეიტინგით 60 საუკეთესო რეგიონის მოსწავლეს სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად დაუფინანსებს საქართველოს ბანკი.
ტესტირება ჩატარდა zoom-ს პლატფორმაზე, ტესტირებისას აუცილებელი პირობა იყო ჩართული ყოფილიყო ვიდეო თვალი.
მოცემულ პროექტში, რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის IX კლასი მოსწავლემ, მათე ფირცხელავამ დააგროვა მაღალი ქულა და მოხვდა 60 საუკეთესო მოსწავლეთა შორის. ვულოცავთ მათეს და ვუსურვენთ მოცემული პროექტში წარმატებებს.