ჩხოროწყუს პირველი ვიცე მერი გოჩა ჩიქოვანი საკუთარ გვერდზე ქალაქ ჩხოროწყუს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.
პროექტი მოიცავს ქალაქ ჩხოროწყუში არსებული ქსელის რეაბილიტაციას, ახალი სადგურების მოწყობას გარახას ჩათვლით
გამოყოფილია თოთხმეტი მილიონ რვაასი ათასი ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ 24/7 წყლის მომარაგება ექნება მთელ ქალაქს , მათ შორის გარახას მთაგორიან უბანს
ქალაქის მერის, დათო გოგუას განმარტებით:
ეს არის საწყისი პროექტი,და მომავალში დაგეგმილია სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგება