ფილმ “ექვთიმე ღვთის კაცის” შემოქმედებითი ჯგუფის სტუმრობა ჩხოროწყუში

აფხაზეთის მეათე სკოლა ( გიმნაზია)   საინტერესო იდეებით ყოველთვის გამოირჩევა. უკვე მოგიყევით კინო კლუბ”დუბლის”   შესახებ და  მათი სურვილით ჩხოროწყუს კინოფილმ “ექვთიმე ღვთის კაცის” შემოქმედებითი ჯგუფი ეწვია რეჟისორ ნიკოლოზ ხონასურიძის ხელმძღვანელობით.

ეს იყო დაუვიწყარი  საღამო , რომელიც კინოფილმის ჩვენებით მხოლოდ დაიწყო.


იხილეთ ფილმის ტრილერი. რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე.

ფილმი ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას და   იმ სირთულეებს, რომელიც მას ემიგრაციის პერიოდში არ აკლდა . დიდი მეცნიერი  მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა საუკეთესოდ განასახიერა  და  დარბაზში მყოფების თვალებში ემოციაც იგრძნობოდა.

ორგანიზატორი და კინორეჟისორი
ჩვენების დროს

ფოტომასალა

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. შემოქმედებითი ჯგუფის თხოვნით მოსწავლეებმა ,მასწავლებლებმა  მათთან ერთად შეასრულეს  რამდენიმე სიმღერა.


ფილმის ოფიციალური გვერდი

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში