Table of Contents
ინტერვიუ ” ტობა თრექინგის” მენეჯერ გელა იზორიასთან
“toba tracking” ცდილობს ტურისტებს ხელი შეუწყოს, დააინტერესოს ჯერ კიდევ მათთვის უცნობი სილამაზით. ტობავარჩხილის ტბა (ვერცხლის ტბა) სტუმრებს ხიბლავს და მასობრივად იზიდავს, იზრდება აქ ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა.
ესაა უნიკალური ადგილი მწვერვალებით თუ ჩანჩქერებით, ულამაზესია აქაური ფლორა და ფაუნა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს, ნახოს დაუვიწყარი სილამაზე.
ამავდროულად შევძლებთ ადამიანები დავასაქმოთ და სამეგრელოში ტურიზმი განვითარდეს.
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რამე კეთდება ან საერთოდ შესაძლებელია მიმოსვლის გამარტივება?
ჯერჯერობით ჩვენი ინფორმაციით არაფერი კეთდება ….
იმედია, დაინტერესება იქნება და კომპეტენტური ადამინები განიხილავენ, შეისწავლიან და ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები:გზის გაწმენდა, მათი რებილიტაცია, რათა მნახველს გაუადვილოს ასვლა ტობავარჩილის ტბაზე.
ჩვენი კომპანია ცდილობს სტუმრებს მიმოსვლაში მაქსიმალურად დავეხმაროთ. ცხადია, ვისურვებდით,თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს.
როგორ ხდება წალენჯიხის და ჩხოროწყუს შორის უფლებების გამიჯვნა
ეს ერთი ქვეყანაა და არანაირი გამიჯნვა საჭირო არაა.
ქვეყანაში მოქმედებს საერთო წესები და ტურისტული მოძრაობა ერთიანი კანონმდებლობის მიხედვით რეგულირდება.
ხომ არ ემუქრება ბუნებას ტურიზმისგან საფრთხე?
როცა სტუმარი იქ მიდის, ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ არ დაანაგვიანონ ბუნება და თუ გზად კოცონს დაანთებენ, ნუ დატოვებენ უყურადღებოდ … განსაკუთრებული საფრთხე ტურისტისაგან აქაურობას არ ემუქრება….
ტურისტული ექსპედიციისთვის კონკრეტულ რჩევებს ხომ არ მოგვცემდით ვის მივმართოთ, რა დაჯდება …როგორ შეიძლება ყველაზე იაფად იქ ჩაღწევა
მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო და მოგვიწია სამაშველო სამსახურის აქტიური ჩართვა.
როდესაც ტურისტები ისე მიდიან, რომ არ ყავთ გიდი, შეიძლება გზა დაებნათ,თავი საფრთხეში ჩაიგდონ. საკუთარი უსაფრთხოებისათვის უმჯობესია პროფესიონალებს მიმართონ. ამ შემთხვევაში მთლიანად დაცულები არიან.
ტობავარჩხილის ზონაში ასვლის გაადვილების მიზნით სხვადასხა შემოთავაზება შევიმუშავეთ. ფასები დგინდება იმ მომსახურეობის არჩევასთან ერთად, რასაც ტურისტი საკუთარი კომფორტისათვის თვითონ გადაწყვიტავს .
ჩხოროწყუში ჩამოსულ ტურისტს სრულ პაკეტს ვთავაზობთ:
– 5 კაციან ჯგუფზე მინიმუმ ერთი კაცი ჯდება 150 ლარი. ამაში შედის – ერთთდღიანი განთავსება სასტუმრო ,, კანდაგარში” , დილით გასვლა უკვე ტურისთვის განკუთვნილი მანქანით, რომელიც ადის იმ ადგილამდე, სადაც შესაძლებელია მიაღწიოს ავტოტრანსპორტმა. ადგილზე ხვდება ცხენი, რომელიც აიტანს ბარგს და გიდი-გზამკვლევი.
საღამოს პირველ ტბაზე ბანაკდებიან (ცაშკიბულის ტობავარჩხილი), რომელიც მიეკუთვნება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. მეორე დღეს გადადიან მეორე ტბაზე ანუ ჭითაგვალას ტობავარჩხილზე( წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ბანაკდებიან, ისვენებენ და მესამე დღე ბრუნდებინ უკან, სადაც ელოდებათ მანქანა სასტუმროში უკან დასაბრუნებლად.
შარშან გვყავდა ტურისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ისე ემოციებით და დადებითად განეწყვნენ,რომ დღესაც გვეხმაურებიან, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებიან და სურთ კიდევ ერთხელ მოინახულონ ეს ჯადოსნური ადგილები .