სოფ. ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სოფელ ლეწურწუმეს ეგიარზენის უბანში 112  კომლის წყლით  მომარაგება  დაიგეგმა. ბენიფიციართა საერთო რაოდენობად 403 ადამიანი სახელდება .

აშენდება  სათავო ნაგებობა, შერჩეულია ჭაბურღილის ადგილი, რომელიც შემოღობილ  იქნება  მავთულხლართის ღობით. სავარაუდო სიღრმე 60 მეტრი იქნება.  გათვალისწინებულია მრიცხველების დაყენება.  ადგილზე მიყვანა  მოსახლეობის ხარჯით  მოხდება.

 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე. სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 677 690 ლარისა.

ტენდერის პირობები ატვირთულია სახელმწიფოს შესყიდვების გვერდზე.

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში