სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი-2“ -ის მშენებლობა მიმდინარეობს.

🔹სამუშაოების 20% უკვე შესრულებულია. დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მშენებლობას საფუძველი 2014 წლის მაისში ჩაეყარა. მშენებლობის პროცესში ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილებთან დაკავშირება გაადვილდა. მომზადდა და განხილულ იქნა “ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში”

ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.

სამუშაოებს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.

ჰიდროელექტროსადგური 41 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.


Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში