სოფელი ხანწკი ჩხოროწყუში მდებარეობს და ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულს განეკუთვნება. აქ 535 ადამიანი ცხოვრობს.
ტოპონიმი მკლევართა დიდი ნაწილის აზრით ნიადაგის აღმნიშვნელ ლექსიკური ერთეულიდან იღებს სათავეს და ქვიან, მაღლობ ადგილს აღნიშნავს.
ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე გზის მოასფალტების პრობლემა ათეული წლებია იდგა
ამ ეტაპზე სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღის მიმართულებით, ხანწკის უბანში დაიწყო ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოები რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს.
გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
„გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
სამუშაოებში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ხანწკში