მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ახუთი
ლოკაცია: სანაროუშვილოს უბანი
დათარიღება: გვიანი ფეოდალური ეპოქა
აშენებულია ქვით. ჭერი ჩამონგრეულია, დარჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. დავით ჭითანავას ცნობით, ნაროუშვილების და ჯიქიების სალოცავი ყოფილა
აქ პირველი მღვდელი იყო ლაზარე ნაროუშვილი, ხოლო შემდეგ, ბოლო – მისი შვილი ერმინე (რომელიც გოგოლეთშიც იყო მღვდლად) დიაკონი კი მიხა ნაროუშვილი. არქიტექტორების მიერ ეს ეკლესია გვიანი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული.
დავით ჭითანავას ცნობით, სანაროუშვილოში, შემაღლებულ ბორცვზე ეკლესიის ჩრდილოეთით დაახლოებით 2 კილომეტრში იყო ნაროუშვილების ჯინჯი (ძირი) ხატი. აქ ნაროუშვილების გვარს ჯიქიებთან ერთად ჰქონდათ გვარის სალოცავი, სადაც დღესაც დგას ცაცხვის ხე და ჯვარია აღმართული. ლოცულობდნენ აღდგომა დღეს და კლავდნენ ხარს. აქ ყოფილა დამარხული ძველი ჯვარი და ფული.