კატეგორიის გარეშე

საინფორმაციო შეხვედრა გლობალური დათბობის კამპანიის ფარგლებში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (GSRDG), გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით პროექტი სახელწოდებით „გლობალური დათბობის კამპანია-შესაძლებლობა შეცვალოთ მომავალი“ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. პროექტი საქართველოს სამი რეგიონის, 7 მუნიციპალიტეტის, 17 თემია წარმოდგენილი, მათ შორისაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუ, სოფელი ხაბუმე და მუხური.

შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ორგანიზაცია „თოლისკურის“ წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ეკო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.