კარსტული მღვიმე მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, 230 მ სიმაღლეზე (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.
ინფორმაცია შედგენილია სპალეოლოგ იგორ ფიჩხაიას სურათებზე და ვიკიპედიაზე დაყრდნობით.