ცნობილი ფოტოგრაფი რომან თოლორდავას ცნობით, მუხურში უკრაინელი მეფუტკრე ვლადიმერ მალიხინი მკვიდრდება
გთავაზობთ მის ინფორმაციას
ძვირფასო მეგობრებო, მსოფლიოში კარგად ცნობილი, პროფესიონალი, მეფუტკრის, მეფუტკრეობის აქტიური მკვლევარის (კვლევის 40 წლიანი პრაქტიკა), წიგნების სერიის ,,შემოქმედებითი მეფუტკრეობა“-ს ავტორის (6წიგნი), მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში მეთოდური ზედამხედველობის ხელმძღვანელის,ფუტკრის მოვლა-პატრონობის, ფუტკრის რძისა და აპითერაპიის პროდუქტების მიღების საკუთარი მეთოდის დამაარსებლის უკრაინელი ვლადიმირ მალიხინის სასწავლო კაბინეტმა, ბინა საქართველოში, სამეგრელოს უმშვენიერეს სოფელ მუხურში დაიდო. თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს თავად ვლადიმირ მალიხინი წარუძღვება. სოფელ მუხურში მცხოვრები მეფუტკრეობაში მალიხინის განსაკუთრებული მეთოდის შესწავლის მსურველთათვის სწავლა უფასოა.
ვლადიმერ მალიხინი ცნობილი პროფესიონალია. მისი არხი “Творческое Пчеловодство” დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათეულ ათას გამომწერს მოიცავს. ავტორი გასაგები ენით საუბრობს. შესაბამისად მისი გამოცდილება საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას ძალიან წაადგება.
ვლადიმერ მალიხინი 1955 წელს ქალაქ კრამატორსკში დაიბადა . 1985 წლიდან პრაქტიკული საქმიანობითაა დაკავებული. რამდენიმე წიგნის ავტორი