მამაჩემი რევაზ ისიდორეს ძე მებონია დაიბადა 1939 წლის მაისში. მამის მეორე მსოფლიო ომში დაღუპვის შემდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში იზრდებოდა. სტუდენტობის შემდეგ თბილისში დასახლდა, კარგად ახსოვს იმ პერიოდის თავისებურებანი
გთავაზობთ მის მონათხრობს. მოცემულია პირველ პირში
ლაშა მებონია
ადგილების აღწერა
ჯუმითში, მდინარე ხობისწყლის ხეობასთან არსებულ დასახლებას, სადაც ჩვენი ოდაა განლაგებული, „გაბარას“ ეძახოდნენ.
ჩვენი სახლის უკან ნაკვეთს „გაკებული“ ერქვა. ბაბუაჩემის დროს აქ ხეზე გაშვებული ვენახები ყოფილა, რომელიც მე პირადად დამიკრეფია. მოსავალი კი კარგი გვქონდა .
სქურჩა-ხობისწყლის შეერთების ადგილს „სქურჩაფონი“ ეწოდებოდა. იქ ადრე უბრალო ხიდი იყო და ბებიაჩემის ძმამ, თედო გულუამ რაიონის ხელმძღვანელობა შეაწუხა და ამიტომ აქაურებმა „თედოს ხიდი“ დაარქვეს
ახლა არც ვიცი ვინმეს თუ ახსოვს. ძველად ჩვენ ხშირად ვამბობდით.
მაგ ხიდს რომ გადახვალ, ორი გზა მიდის.
მარცხენა სასაფლაოსკენ მიემართება , თუ გააგრძელებ მიხვალ დასახლებისკენ , რომელსაც ერქვა „ოხვამური“ აქ ადრე წმინდა გიორგის ძველი სალოცავი ყოფილა. გარშემო კი ჩვენი წინაპრებია დაკრძალული.
გზას კიდევ თუ აყვები და მოსახლეობას გაცდები, მიხვალ ადგილამდე, რომელსაც ერქვა „გოშერილი ( გაცვეთილი)
იყოფოდა ორ ნაწილად . ერთი მიდიოდა პირდაპირ, წალენჯიხისკენ, მეორე კი სასაფლაოსკენ.
ორ კილომეტრში ორი ტყიანი გორაა, რომლის შუაში ხეობა იყო. აქ ვჭრიდით შეშას. რა უფლებით არ მახსოვს, რადგან ტყე მოსახლეობაში იყო გადანაწილებული. ალბათ ვინმესგან ქონდა ნებართვა. მე დავყვებოდი და რამდენიმე წელი მად შევაგროვეთ შეშა.
იმ ხეობის თავში ოჯახი იყო….. ქალი ცხოვრობდა.მე მგონი ბაბუცა ერქვა…ზუსტად ვერ ვიხსენებ.
ქვემოთ წისქვილი იყო….
დაახლოებით სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს, მეორე წისქვილი საბანაოდან 2 კმში, მესამე სქურჩასთან, მეოთხე კი გრიშა ჯალაღონიას სახლის პირდაპირ . ხელით ვათრევდით საფრქვავს.
სკოლამდე ხიდით დავდიოდით. ხიდი იყო რამდენიმე ადგილზე. ერთი როლანდ ჯალაღონიას სახლთან, ზემოთ. ჯაჭვის ხიდი ერთხელ გაწყდა და ყველა ბავშვი წყალში ჩავარდა. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. სადაც ახლა მთავარი ხიდია, იქაც ჯაჭვის ხიდი მახსოვს, რომელიც აგრეთვე გაწყდა და ბიჭები ცალი მავთულით მეორე მხარეს გადავდიოდით. შემდეგ აშენდა დღევანდელი…….
მუშები იმერეთიდან იყვნენ. ბარაბაძეების ოჯახი ასე შეიქმნა.
სკოლისკენ , რომ მივდიოდით ცაცხვი რომ დგას , იქ იყო კარგად მოწყობილი წყარო. ამ წყაროდან გავდიოდით სკოლის ეზოში, რომელიც კარგად იყო შემოკავებული. გვეამაყებოდა ჩვენი სტადიონი.
სკოლა
სკოლის შენობა მყარი იყო სქელი კედლებით. ოთახები ძალიან ბევრი მახსოვს, სადაც თავისუფლად ეტეოდა ამდენი სოფლის მოწაფეები.
არ აწვიმდა და კარგად იყო შემონახული. როცა დაზიანდა, 1954 წელს მე და ხუტა გულუამ გადავხურეთ. ჩვენ დაგვავალეს. ვერ ვიგებ, მერე რატომ მიუშვეს იმ დონემდე, რომ წყალი ჩადიოდა და დალპა…..
იქვე იყო მოედანი კარგი საფარით და სპორტული ინვენტარი
ხაბუმის ცენტრში მდებარეობდა ფოსტა, რომელიც ჯერ ერთსართულიან შენობაში გახლდათ განთავსებული
გართობა და თეატრი
სოფელში საზეიმო დღეები ხშირად იყო , ხალხი იკრიბებოდა, თამაშობდნენ, ცეკვავდნენ. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ ჩემამდე „ჯარობა“ იმართებოდა . იყო კონცერტები , მხიარულობდნენ ჭიდაობდნენ.
ქვედა ჩხოროწყუში მარულა გამართულა . ასეთ დღეებში იყო ქეიფი, დროს ტარება . შეჯიბრების დროს ცხენი მაყურებლებში შევარდნას ცდილობდა, რაც ტრაგედიით დასრულდებოდა.
გამოჩნდა მხედარი, რომელიც შლეგი ცხენი შეაჩერა, წააქცია და ყველა გადაარჩინა.ამ.სცენას ერთი ქალი უყურებდა,რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდა ყმაწვილი
ეს ახალგაზრდა ჩემი ბაბუა აკაკი ჯალაღონია ყოფილა, ქალი კი დიდი ბებია აგრაფინა გულუა
კაკა ბაბუა გურიაში მწყემსი გახლდათ. იცნობდა სიმონა დოლიძეს. თავის კარავში შეუფარებია
ჩემს დროს კი ყველა ოჯახში ჰქონდათ ფანდური, ღამე ვიკრიბებოდით გუტის ეზოში, იქ ვმღეროდით ახალგაზრდები და ბავშვები. ფანდურის ქვეშ განწყობას ვიქმნიდით. ეს იყო იმ დროს წესი.
ხობისწყალთან მოდაში იყო დროშობანას თამაში, რომელშიც მთელი სოფელი იყო ჩართული . ზოგჯერ სულ ტალახში გავგორდებოდით და ისე დავსდევდით ერთმანეთს.
სოფლებში ყველგან კლუბები იყო. ცნობილი გახლდათ ხაბუმეს კლუბი, სადაც აკაკი ღურწკაია გამორჩეული მსახიობი.
მაღალი, სიმპატიური, ასაკში შესული კაცი. სერიოზული პიესებიც კი იდგმებოდა. „ოტელო“ც კი დაიდგა
ბავშვებიც წარმოდგენებში ვმონაწილეობდით…ოღონდ საბავშვოში, სერიოზული-არა .
მოწვეული არტისტები კი ზაფხულობით მართავდნენ კონცერტებს. კინოაპარატიც მოქონდათ და ვუყურებდით ფილმებს
ერთხელ კურიოზიც მოხდა. მეზობელი კინოში რომ მოვიდა, სინათლე შეამჩნია და ამ სინათლისკენ დაიწყო ყურება. მეგობრებმა შემოატრიალეს და მთელი დარბაზი იცინოდა. სოფელში კი ეს ინციდენტი წლები ახსოვდათ
ხაბუმელები
კოლორიტული პიროვნება იყო ისიდორე ჯალაღონია. მწყემსობიდან რომ ჩამოდიოდა ყოველ დღე ქეიფი იყო მის სახლში. ქუჩაში არავის გაატარებდა, რომ სახლში არ შეეყვანა . ცხენზე ჯდომა უყვარდა.
ძველებიდან მახსოვს გერა ჯალაღონია, მაინჩა ჯალაღონია, ძუკუ ჯალაღონია, რომელიც სიმპატიური კაცი იყო, ანდრია ჯალაღონია. საუკეთესოდ მღეროდა და ცეკვავდა კოლია ჯალაღონია, მისი ძმა გიო
კომუნისტებს მაშინ ეძახდნენ „კუჭისტებს“
თხმელის ბუჩქებს ხობისწყლის ხეობა ჰქონდა დაფარული. მაშინ გვეგვე გულუამ და ბაბუაჩემმა დაჭრეს ეს ბუჩქები და თხმელის ხეები ლამაზად იქნა გაშენებული. არავის ქონდა უფლება ამ ორი კაცის გარეშე მოეჭრათ.
ჩვენს წინ ციტრუსების პატარა სანერგე მეურნეობა იყო, სადაც კოლმეურნეობას მანდარინი და ფორთოხალი გამოყავდათ. როცა ნერგები გაიყინა, აქ საღორე ფერმა შექმნეს..ცოტა ხანში თუთა გახდა პოპულარული, შემდეგ ხეები დაჭრეს, ახლა კი შაქროს ყანაა, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა.
ჯუმითში იმ დროს ყველას ყავდა თხა. ძალიან მოდაში იყო. თიკნებს სააღდგომოდ კლავდნენ . ბაბუასაც 4 თხა ყოლია. ერთხელ არ მოვიდნენ და ტურებს უჭამიათ . იმის მერე თხა აღარ იყოლია.
ჩხოროწყუში ძირითადში ფეხით დავდიოდით. 6 კმ გვქონდა გასავლელი. ასფალტის გზა კი იყო, მაგრამ გაფუჭებული, ორმოიანი და ტალახიანი.
ან სატვირთო მანქანებით. ყველა ბავშვი გაწვრთნილი იყო, მოძრავ „ გრუზავიკს“ დაეწეოდა და შეახტებოდა, ისე როგორც თბილისში ყველას ეხერხებოდა ტრამვაიზე შეხტომა
მსუბუქი მანქანა სულ რამდენიმე ადამიანს ყავდა . ერთი ჟორა შენგელიას ეკუთვნოდა… კარგი კაცი, დიდებული ადამიანი . მეორეს მფლობელი მაშინ ჟულიკო შენგელიაა.
ჩხოროწყუ დღევანდელივით მახსოვს. ბაზარი, ავტოსადგური, სასტუმრო,მაღაზიები. სერიოზული შენობა რაიკომის მახსოვს , სხვა არაფერი.
მახსენდება მამანტი კვირტია, წერდა ლექსებს, „არიქა და შარიქას“ ავტორს ხშირად ვხდებოდი. არ მახსენდება თადა გოგუას სიმღერა. ჩემს დროს კარგი მჭედელი გახლდათ
ყველაზე კოლორიტული მასწავლებლები იყვნენ პეტრე გულუა და ნიკოლოზ ბერულავა.
ნიკო ყველას განცხადებას უწერდა, ქართულს გვასწავლიდა ნაპოლეონ ლემონჯავა. მისი მეთაორობით სკლოლაში გამოვცემდით ჟურნალს „მშვიდობის მტრედი“
ვესწრებოდი რაიკომის სხდომებს, ვიყავი კომკავშირის მდივანი და რაიკომის წევრი
სამსონ თოდუა არ მახსენდება. ჩემს დროს ეკლესიიდან მხოლოდ ნანგრევები მახსოვს