საქართველოს კონსტიტუციისა და ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის მიხედვით თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი.
„მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიცილატიტეტი არის თვითმართველი თემი (რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. )
კოდექსის მიხედვით მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული არის დასახლება, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა. დასახლების კატეგორიებია:
სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც ძირითადად მოქცეულია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები და რომლის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებულია სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;
დაბა– დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს.
ქალაქი– დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს.
მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შედგება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებისგან : ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ხაბუმე, ჭოღა, მუხური, ზუმი, ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ, ნაკიანი, ლეწურწუმე, თაია, ახუთი.
ჩხოროწყუს მინიჭებული აქვს დაბის სტატუსი. ადმინისტრაციული ერთეულებებში შემავალ დასახლებათა შესახებ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია