პროექტ “შემოიჭყიტე ჩვენთან” ფარგლებში სახალხო დაფინანსების / ქრაუდფანდინგის კამპანია დასრულდა.

ლესიჭინეს თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფი “დეკა” ს განცხადება

პროექტ “შემოიჭყიტე ჩვენთან” ფარგლებში სახალხო დაფინანსების / ქრაუდფანდინგის კამპანია დასრულდა. კამპანიის ფარგლებში ჯამში შეგროვდა – 480 ლარი, რომლითაც მიღწეული იქნა კამპანიით დაგეგმილი მიზნობრივი თანხის ნიშნული – 400 ლარი. თანხა გამოყენებული იქნება ლესიჭინეს თემის ახალაგზრდული სასწავლო ცენტრისთვის პორტატული დინამიკების შესაძენად.

შეძენილი პროდუქტის, გადახდის ქვითრებისა და სპეციალურად აღნიშნული კამპანიისთვის შექმნილი ანგარიშიდან ამონაწერს იხილავთ ჯგუფში.

კიდევ ერთხელ, ჩვენი საინიციატივო ჯგუფისა და ახალგაზრდულ კლუბ “ჭყიტას” სახელით დიდი სიყვარულით უდიდეს მადლობას გიხდით მხარდაჭესითვის!

ქრაუდფანდინგის კამპანია განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში