“ჩხოროწყუს ისტორიები”

უკეთესად გავიცნოთ ჩხოროწყუ

ჩხოროწყუ, რომელსაც არ ვიცნობდით

ახალი პროექტი, რომელიც იმედი გვაქვს წარმატებით წარიმართება

 “საქართველოს   რეგიონების სამოქალაქო სივრცისა” და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრთან არსებული პედაგოგთა კლუბის ინიციატივით იწყება  პროექტი

“ჩემი სოფელი”

მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენს სოფელში არსებული ადგილის ან ადგილების შესახებ.

ინფორმაცია შეიძლება ნაშრომის,   ზოგადი ჩანაწერის ,ფოტო და ვიდეოს სახეს ატარებდეს.

სურვილის და სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში  გამოქვეყნდება საიტზე და ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელში შემავალ გვერდებზე.

————————————————————————————————————–

ადამიანები ჩხოროწყუდან

ნიჭიერი, კრეატიული ადამიანები თქვენს გვერდით, რომელიც თქვენი აზრით ყურადღებას იმსახურებს.  შესაძლებელია  როგორც წარსულის  გახსენება, აგრეთვე  ახალი თაობას წარმოჩენა

აღმოაჩინე ბუნება

გადაუღე სურათი ძველ ხეებს,ბუჩქებს და ა.შ, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი ისტორია. კარგი იქნება დეტალული აღწერა.

შექმენი და განავითარე შენი სოფლის და უბნის ციფრული არქივი

იხილეთ

მუხურის ციფრული არქივი

სოფელ თაიას ციფრული არქივი

სოფელ ლესიჭინეს ციფრული არქივი

ძველი სურათები, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების  წარსული, სახეები, რარიტეტული კადრები.  აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა.

ჩხოროწყუ მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული მასალები

გააცანი საზოგადოებას ისტორიული  ან კულტურული ფასეულობის მქონე ნივთები

გამოგვიგზავნეთ ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ფოტოები

 გააცოცხლე ფოტოსურათი

ფოტოსურათზე გამოსახული პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბლოგის  დაწერა  ან სურათის ახლებური გააზრების  სხვა  გზა)

განსაკუთრებული  ადგილი დაეთმობა ასაკოვანი ხეების აღწერას , რომელიც შევა რუბრიკაში „აღმოაჩინე ბუნება“

მასალებისა და ფაილების მოწოდება მეილზე lashamebon@gmail.com ან მოგვწერეთ გვერდზე

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში