სპალელეოლოგ იგორ ფიჩხაიას სტატუსი:
1988 წელს სამართალცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, პროფესორმა მიხეილ კეკელიამ ოწინდალეს სარიტუალო ტახტის აღმოჩენის აქტი შეადგინა.
ამ აქტს ხელს აწერს 5 პიროვნება (მათ შორის მეც). სამწუხაროდ ეს უნიკალური არტეფაქტი ქრისტიანული ტაძრის სიახლოვეს ვუღაცეებმა არამართებულად მიიჩნიეს და ხევში გადააგდეს (სარიტუალო ტახტის საკმაოდ მძიმეა და მისი ხევიდან ამოტანა პრობლემებთან არის დაკავშირებული)
გთავაზობთ ცნობილი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნის, ბატონ გიორგი გიგაურის წერილს ოწინდალეს სარიტუალო ტახტთან დაკავშირებით.
ოცინდალე იგივე ო წინდალე
საქმე ასე ჩემი აზრით, ,,ოწინდალე” ეს არა მარტო ქალების ,,გასინჯვის” (ქურუმი ქალებისგან) არამედ უფრო ,ჯვარდასაწერი” ადგილი და ღამეს გასათენებელიც იყო.
ასეთი მოვლენა რაჭაშიც სცოდნიათ , სადაც საქორწინო ღამეს სალოცავთან ათევდნენ ღამეს და ,,ბეღლობა” ” ერქვა. ასეთივე წესი შავშეთშიც ფიქსირდებოდა და ,,ამბარობა” ერქვა. ანუ ახალ დაქორწინებულები პირველ ღამეს სწირავდნენ სალოცავის სუფთა ადგილს. უძველეს შუმერულშიც ჩანს ასეთი სალოცავი სადაც ჰიეროგამიის ტაძრები იდგა და ქალ-ქურუმები მსახუროვდნენ. ,,აგარინ” ერქვა ბავშვს, რომელიც იქ ჩაისახებოდა. ეს იყო დიდი საღვთო ტრადიცია.
ჩემი აზრით, გრაკლიანზეც ანალოგიური ისტორია იყო. იქ ფალოსის საჭვრეთიც არის აღმოჩენილი.
,,ოწინდალე” ერთ-ერთია საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სარიტუალო ტახტით და მას დიდი გაფრთხილება უნდა. დღეს როცა მსოფლიო გლობალიზაცია დიდი მაშტაბით გვიტევს და სქესთა შორის უცნაური ურთიერთობები შემოგვთავაზეს, ეს უძველესი ადგილობრივი სალოცავი თავისი ისტორიით მნიშვნელოვანია დასაფიქსირებლად. ქალ-ვაჟის სწორი საურთიერთობო კულტურა საღვთო კულტურაც იყო. ჩვენში. ქვის ტახტი ერთადერთია საქართველოში თავისი არქაულობით და თავისი საკრალურობით. მას გაფრთხილება უნდა და იგი სპეციალურად მუზეუმში უნდა იქნას გადატანილი.
იმედია ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს ხელისუფლება და სარიტუალო ქვის ,,ტახტი” ადგილობრივ მუზეუმში დაიდებს ბინას. თავისი აღწერითი ტექსტით. ოცინდალეს ადგილი შევა საექსკურსიო ობიექტებში როგორც უძველესი ადგილი . პატივისცემით გიორგი გიგაური
ე. თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი
გიოორგი გიგაური