ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიასთან მოედინება მდინარე შიშა. ჩვენი გვერდის მკითხველთა თხოვნით ლევან გულუასთან და გიორგი ჩიქოვანთან ერთად ოგვარგვალეს მოვინახულებთ.
“მდინარე შიშა კარსტული მდინარეა, გამოედინება ოცინდალეს ფერდობიდან. მდინარე სათავეს იღებს წიფურიის ტაფობში. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტიტის ექსპედიციის მიერ წყლის შეღებვის მეთოდით დადასტურდა ურთიერთკავშირი ზესნახეს მღვიმესა და შიშას მღვიმეს შორის მანძილი მათ შორის 10 კილომეტრზე მეტია. მდინარის მიწისქვეშა მონაკვეთის გამოკვლევა მეტად საინტერესოა. დადასტურებულია მისი კავშირი შურუბუმუს მღვიმესთანაც, მეცნიერთა დასკვნით, კირქვული მასივის წიაღში მრავალკილომეტრიანი მღვიმური სისტემა იმალება. შიშა მდინარე ოჩხომურის მარჯვენა შენაკადია, ტურისტებისთათვის მისი ბოლო მონაკვეთი შეიძლება საინტერესო ობიექტი აღმოჩნდეს. საქართველოს კარსტულ მდინარეთა შორის შიშას წყლის ტემპერატურა ყველაზე მაღალია (მიზეზი დღემდე გაურკვეველია)” . წყარო
პაპუნა ოთხოზორიას გადაღებული სურათები
დამატებითი ფოტომასალა შეგიძლიათ ჩვენ გვერდზე მოგვაწოდოთ, რომლის მისამართია fb.com/chkhorotsku