ჩხოროწყუს ცენტრში ომისა და შრომის გმირების ობელისკი დგას.
1957 წლის 7 ნოემბერს მამანტი კვირტია ადგილობრივ გაზეთ “სტალინის დროშაში” ჩხოროწყუს ახალ ღირშესანიშნაობაზე შემდეგს წერდა
“ჩვენი რაიონის ცენტრში ამ დღეებში აღიმართა ძეგლი-ობელისკი, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის მადლიერმა მშრომელებმა მიუძღვნეს ოქტომბრის რევოლუციის ვეტერანებს, საბჭოთა ხელისუფლებისთვის აქტიურ მებრძოლებს , 1941-45 წლის ომის მონაწილეებს.
ძეგლის ავტორია არქიტექტორი შალვა თავაძე. მშენებლობა მაშინდელი ფულით 250 000 მანეთი დამჯდარა. პირველად ობელისკის სიმაღლე 21.5 მეტრი გახლდათ.ტრადიციული ოთხწახნაგოვანი ფორმის მაგივრად ხუთწახნაგოვანია.
პოსტამენტსა და თვით ობელისკს შორის იყო ძეგლი, რომელშიც გამოქანდაკებული ყოფილა ბრძოლის სხვადასხვა ეპიზოდები, ციტატები.
წვეროზე კი დადგმული ქონდათ სამამულო ომის ორდენი.ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან. პოსტამენტი მოპირკეთდა ბოლნისის ტუფით, ხოლო ობელისკი- ქართული სადახლოს მარმარილოთი.
სურათი აღებულია ჩხოროწყუს მუზეუმის ფოტოარქივიდან
“ობელისკი და ჩხოროწყუს ქუჩები
ობელისკი ჩხოროწყუს ღირშესანიშნაობაა. ბოლშევიკური წარსული უკვე წარსულშია. მე შევეცადე მისი ისტორია თქვენთის მომეთხრო
ლაშა მებონია