ნოდარ ჯალაღონია- ტყის რეკვიემი

არ დაუწყია სიკვდილს ლოდინი,
ტყვიამ იწივლა, შეწყდა მოტივი
და ჩამოვარდა შაშვი ტოტიდან,
როგორც აკორდი თეთრი ნოტიდან

გაიბზარა და უცებ დაიმსხვრა

ცა გაზაფხულის ფერით ნაგები.

თვალცრემლიანი იდგა მაისი

ერთი ლამაზი ჰანგით ნაკლები,

მთებს კი ღრუბლები მხრებით ეკავათ,

და გზაფხული სევდას აევსო

ტყე კი უკრავდა უკვდავ რეკვიემს

და პულტთან იდგა ნაძვი-მაესტრო

Related posts

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნოდარ ჯალაღონიას გახსენება

ნოდარ ჯალაღონია – “კამერტონი”