ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

ნიკო ივანეს ძე შენგელია 1854 წელს სოფელ ჭოღაში,  სასულიერო პირის, ივანე შენგელიას  ოჯახში დაიბადა.

 მშობლებმა ბავშვი კიწიის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს,შემდეგ კი სწავლა  ქუთაისის გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარჩინებით დაასრულა./

ღარიბი მღვდლის ოჯახში გაზრდილს მატერიალური საშუალება არ ქონდა, მეზობლებისა და თანასოფლელების ხელშეწყობით ნიკო ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტო ხდება . ერთვება რევოლუციური ჯგუფების საქმიანობაში, რის გამოც აპატიმრებენ  და რიცხავენ სასწავლებლიდან.

 სატუსაღოდან გამოსვლის შემდეგ, 1898 წელს მაინც ახერხებს ვარშავის უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას და პროფესიონალი ექიმის კვალიფიკაციას იღებს .

იმყოფებოდა ავსტრიაში. იმაღლებს კომპეტენციას, შემდეგ  უკვე როგორც პროფესიონალი, ბრუნდება სამშობლოში..

მუშაობს ზუგდიდში, შემდეგ ბათუმის ოლქში გადადის, ინიშნება ქუთაისის გუბერნიის მთავარი ექიმის თანაშემწედ, გარკვეული პერიოდი  წალენჯიხის ოლქის უბნის მთავარი ექიმია, საიდანაც 1917 წლიდან სამუშაოდ კვლავ  ქალაქ ზუგდიდშია,იყო  ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორი, მუშაობს წითელი ჯვრის საზოგადოებიაში, ებრძვის მალარიას,  პელარგის.

ნიკო შენგელია ხაბუმეშისაექიმო უბანს   ხსნის  . ემსახურება მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. ნიკო შენგელიამ მშობლიურ ჭოღასიც საექიმო უბანი გახსნა.  წლების განმავლობაში  ამ უბნის გამგედ შრომობს.

ნიკოს ინიციატივით ჭოღაში იხსნება ადგილობრივი კოოპერატივი, სკოლა და ფოსტა. საზღვარგარეთიდან სოფელ ხაბუმეში ჩამოიტანა ჩაი  და ხელი შეუწყო ამ კულტურის განვითარებას.

ხალხი ღვაწლმოსილ ექიმს „დიდ ნიკოდ“ მოიხსენიებდა. გარდაიცვალა 1953 წლის მარტში  

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა

1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა