ნაკიანი მეორე მსოფლიო ომში

ნაკიანიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო 102 პირი , აქედან უკან დაბრუნდა მხოლოდ -40

სპეციალური ჯგუფი მეორე მსოფლიო ომი და ჩხოროწყუ

მასალა მომზადდა გოგი თოდუას მიერ. გამოყენებულია ვალერიან ახალაიას ინფორმაციები

სოფელი ნაკიანი ფოტო: ნინო ჭეჟია

ცნობილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ: ჟორჟი, ამირან, ანტიფო, რაჟდენ, ვლადიმერ, ვალიკო, შალვა, ტარასი , დათუშა ჭეჟიები

კაკი, სევერიანე, ვლადიმერ, კოლია, ბიქტორ, პეტრე , დიმიტრი , კაპიტონ ქარჩავები.

სილოვან , ჯადული, კლიმენტი, პარმენ, ერასტო, ვალიკო, გრიშა ახალაიები

ევგენი , იროდი, არტემონ,ერასტო ჩოკორაიები

ლუდუკ ჩიქოვანი,ვაჟა შენგელია, დემურ გახარია, ოლეგ შენგელია

ინფორმაცია ნაკიანელ სამხედროებზე

1. ქარჩავა სევერიან თედოს ძე-1921 წ. სოფ. ნაკიანი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1940წელს ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან.
მსახურობდა 85-ე გვარდიული მსრ. დივიზიის 251-ე გვარდიულ მსრ. პოლკში. გვარდიის ზემდეგი. მზვერავთა ოცეულის მეთაური. სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო მედლით ,,მამაცობისათვის”, დიდების მესამე ხარისხის ორდენით და სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით. დაიღუპა 1945 წლის 19 მარტს, ლატვიაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი კულდიგის მაზრა, სალდუს რ-ნი სოფ. პლოცენიეკი, დასავლეთით 100 მ-ში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4308962
2. ჩოკორაია პროკოფი ვლადიმირის ძე-1922 წ. სოფ. ნაკიანი. П/П-45292.
მსახურობდა 55-ე გვარდიულ სატანკო ბრიგადაში. ტანკ Т-34-ის რადისტი-მეტყვიამფრქვევე. გვარდიის უფროსი სერჟანტი.
დაიღუპა 1945 წლის 9 თებერვალს. დაკრძალვის ადგილი გერმანია, სოფ. ალტანლომი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56476693
სისტემაში საძებნი სიტყვა Чокоряй… #ნაკიანი

3. ყალიჩავა კუჭუ კახუს(პეხუს) ძე-1924 წ. სოფ. ნაკიანი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1943 წელს. ჩარიცხულია199-ე საზენიტო მსრ. პოლკში, რომელიც დისლოცირებული იყო ქ. ზუგდიდში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რაღაც დროის შემდეგ მან თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი. ასეთი საქციელი კი ომის დროს სასტიკად ისჯება და ამისთვის სამხედრო-საველე სასამართლომ მას მალე 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ პერიოდში უკვე ძალაში იყო ბრძანება ნომერი 227 და ამ ბრძანებიდან გამომდინარე, სამხედრო დამნაშავეებს, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ 10 წელი 3 თვე უნდა ემსახურათ საჯარიმო ნაწილებში, რათა სისხლით გამოესყიდათ ჩადენილი დანაშაული. ამგვარად, ყალიჩავა კუჭუ კახუს ძე მალე ჩარიცხულ იქნა 31-ე არმიის 144-ე ცალკეულ საარმიო ასეულში.
ყალიჩავა კუჭუ კახუს ძე დაიღუპა 1944 წლის 6 თებერვალს, ბელორუსიაში. დაკრძალვის ადგილი ვიტებსკის რ-ნი, დუბროვნენსკის რ-ნი სოფ. კოსტინო.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4367531
სისტემაში საძებნი სიტყვა Количава…
4. ქარჩავა დავით ვასილის ძე-1922 წ. სოფ. ნაკიანი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 392-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წლის 31 აგვისტოს. დაკრძალვის ადგილი ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ, მაისკის რ-ნი, სოფ.სოვეტსკოე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=51355657
5. ქარჩავა მელიტონ უგაჩის? ძე-1901 წ. სოფ. ნაკიანი.
მსახურობდა 222-ე მსრ. დივიზიაში. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ის 1942 წლის 5 ივლისს, სმოლენსკის ოლქის, იზნოსკოვსკის რ-ის სოფ. ოსტროლუჩიესთან მდინარეში დაიხრჩო(ეტყობა მდინარის ფორსირებისას). დაკრძალულია იქვე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=51446015
6. Джаваноя(ალბ. ჯალაღონია) შოთა იაიუტუმეს (ალბ. ექვთიმეს) ძე-სოფ. ნაკიანი.
მსახურობდა 216-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წლის 12 მარტს, უკრაინაში.პირველადი დაკრძალვის ადგილი სტალინის ოლქი, ალექსანდროვსკის რ-ნი სოფ. ოჩერტინო.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=52263355
ომის შემდეგ გადასვენებულია ალექსანდროვსკის რ-ის სოფ. ლვოვკაში, საძმო საფლავში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=83775878 #ნაკიანი

7. დოლბაძე ალექსანდრე მიხეილის ძე-1914 წ. ს. ნაკიანი.
წითელ არმიაში გაწვეულია ქ. ნოვოსიბირსკიდან.
162-ე მსრ. დივიზია. რიგითი.
გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1945 წლის 19 მარტს, პოლონეთში. პირველადი დაკრძალვის ადგილი გდანსკის სავოევოდო, ს. კოლნერხიუტე. #ნაკიანი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4376751
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=405038182
სისტემაში საძებნი სიტყვა Дольбадзе…

იაკობ ყალიჩავა (1899-1943)

8. ყალიჩავა იაკობ სიკოს ძე-1899 წ. ს. ნაკიანი.
312-ე მსრ. დივიზია. რიგითი.
დაიღუპა 1943 წლის 16 ოქტომბერს, ბელორუსიაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ვიტებსკის ოლქი, ლიოზნენსკის რ-ნი, ს. ჟუკოვკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=55413993 #ნაკიანი

გარდაცვლილთა და დაკარგულთა ნუსხა

ს. ნაკიანი
1.აბშილავა შალიკო იოსების ძე-
2.აკირტავა რაჟდენ თემუს ძე-
3.ახალაია სომროსი (ალბ. ამბროსი) ფილუს ძე-
4.ახალაია გრიგორი პეტრეს ძე-
5.ახალაია ერმინე ისლამის ძე-

ახალაია ვანო


6.ახალაია ვანო კონსტანტინეს ძე-
7.ახალაია იროდი ანდრიას ძე-
8.ახალაია კონდრატე სისოს ძე-
9.ახალაია ლევან გიგოს ძე-
10.ახალაია მიშა კონსტანტინეს ძე-
11.ახალაია მიხეილ ივანეს ძე-
12.ახალაია ნესტორ ბახვას ძე-
13.ახალაია სანდრო (ალექსანდრე) ექვთიმეს ძე-
14.ბენდელიანი ვლადიმირ პორფირის ძე-
15.ბერულავა მიხეილ პიმენის ძე-
16.დოლბაძე ალექსანდრე მიხეილის ძე+
17.დოლბაძე ლეონტი ანდრიას ძე-
18.დოლბაძე რაჟდენ იოსების ძე-
19.დოლბაძე შალვა ივანეს ძე-
20.კაჭარავა არსენ კარპის ძე-
21.კაჭარავა ბესარიონ ტოტოს ძე-
22.კვარაცხელია გრიგორი ზოსიმეს ძე-
23.კვარაცხელია ვარლამ სოლომონის ძე-
24.კვარაცხელია იონა ანდროს ძე-
25.კვარაცხელია სანდრო ტროფიმის ძე-
26.ლაგვილავა არჩილ ივანეს ძე-
27.ლაგვილავა იასონ ნაზის ძე-
28.სიჭინავა იროდი ლევანის ძე-
29.ფაცაცია ვასილი მალაქიას ძე-
30.ფირცხელავა დომენტი ბიჩოს (ალბათ ბოჩოს) ძე-
31.ქარჩავა არჩილ ანტონის ძე-
32.ქარჩავა დავით ვასილის ძე+
33.ქარჩავა დავით კინტირიას ძე-
34.ქარჩავა გრიგორი კოწიას ძე-
35.ქარჩავა ვალიკო ანდრიას ძე-
36.ქარჩავა ვიქტორ კაჯას ძე-
37.ქარჩავა თომა ალექსის ძე-
38.ქარჩავა კალისტრატე ივანეს ძე-
39.ქარჩავა კოლია (ნიკოლოზ) ანდრიას ძე-
40.ქარჩავა მელიტონ უგაჩის? ძე+
41.ქარჩავა მიშა ანდრიას ძე-
42.ქარჩავა სევერიან თედოს ძე+
43.ყალიჩავა არსენა ყარას ძე-
44.ყალიჩავა გრიგორი კალისტრატეს ძე-
45.ყალიჩავა გრიგორი კინტირიას ძე-
46.ყალიჩავა გუგუშა ანდრიას ძე-
47.ყალიჩავა ვანო (ივანე) აქვსენტის ძე-
48.ყალიჩავა ვლადიმირ ანდრიას ძე-
49.ყალიჩავა იაკობი სიკოს ძე
50.ყალიჩავა იოსებ ფარნას ძე-
51.ყალიჩავა კუჭუ კახუს ძე+
52.ყალიჩავა პლატონ სიკოს ძე-
53 შენგელია ერასტი პეპუს ძე-
54.შულაია აკაკი ივანეს ძე-
55.ჩოკორაია აკაკი ალექსის ძე-

ჩოკორაია ბეგი (ბეგლარ) ალექსის ძე


56.ჩოკორაია ბეგი (ბეგლარ) ალექსის ძე-
57.ჩოკორაია კაპიტონ კოწიას ძე-
58.ჩოკორაია პროკოფი ვლადიმირის ძე+
59.წულაია კოლია ისიდორეს ძე-
60.წურწუმია ისააკ ანტონის ძე-
61.ჭეჟია ბესარიონ ლუკას ძე-
62.ჭეჟია ბიქტორ ლევანის ძე-
63.ჭეჟია გრიგორი დანიელის ძე-
64.ჭეჟია დავით თევდორეს ძე-
65.ჭეჟია შოთა ნიკოს ძე-
66.ჯალაღონია (джаваноя) შოთა იატუმის? ძე+
67.ჯიქია პროკოფი ისიდორეს ძე- #ნაკიანი

Related posts

წმინდა გიორგობა -1991 წელი ნაკიანი

ნაკიანი. ჯვრისწერა და ხელისმომკიდეები

ნუგზარ ჟვანია “ხაბუმელები მეორე მსოფლიო ომში”