ნათელა შენგელია და მისი დრო

ნათელა შენგელია ხაბუმედან იყო. საბჭოთა პერიოდში სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო და საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს წევრადაც შეარჩიეს.

უმაღლესი ტიტულების იქით კი ერთი მშრომელი ქალბატონი იდგა, რომელმაც ყველაფერს თვითონ მიაღწია და ქალაქში კომფორტულ ცხოვრებას მეჩაიეს მძიმე შრომა არჩია

ნათელა იონას ასული შენგელია დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ხაბუმეში. 6 წლის იყო, როცა მამა მოუკვდა ,ოჯახში დედის ამარა დარჩა 3 მცირეწლოვანი ბავშვები . დედამ ძალ -ღონე არ დაიშურა რათა ობლები აღეზარდა. ყოველდღე მიდიოდა ჩაის პლანტაციაში და ბავშვებიც თან მიყავდა . ისინი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ნათელა მიხვდა,რომ მოსავლიანობის გადიდებისთვის საჭირო იყო ჩაის ბუჩქების წესიერად გასხვლა, პლანტაციის სასუქით მომარაგება. ის ყოველგვარ ამინდში კრეფდა ჩაის და ყოველ სეზონზე აბარებდა 3 ტონაზე მეტ ფოთოლს. ნათელას გამოცდილება მალე დაინერგა ხაბუმეში,მთელ რაიონში გაიზარდა ნოვატორ მეჩაიეთა რიცხვი.

1954 წ ნ.შენგელიას გადაეცა სოფლის მეურნეობის გამოფენის 1ხარისხის დიპლომი.1959 წელს არჩეულ იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ამავე წელს გადაეცა საქართველოს ალკკ ცკ ,,საპატიო სიგელი” ჩაის უხვი მოსავლის მიღებისთვის. 1964წელს მიენიჭა სოციალური შრომის გმირის წოდება. 1969 წელს არჩეულ იქნა საკავშირო ყრილობის დელეგატად.

მიუხედავად იმისა,რომ ნათელას მიღებული ქონდა უმაღლესი განათლება(ეკონომისტი) ის სიცოცხლის ბოლომდე ჩაის პლანტაციას არ მოშორებია. გარდაიცვალა 2001 წელს.

ნათელა შენგელია უმაღლესი საბჭოს წევრებთან.

ნათელა შენგელია
ნათელა შენგელია

  • 1967 წელი კურორტი ლებარდე
  • კოლმეურნეობაში
  • ხაბუმელები

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან