ნაზოდელავო  გულისხმობს ზოდელავების ნასახლარს.  მღვიმე  გადმოცემების მიხედვით შუა საკუნეებში თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა.

16143276 10212174779026235 5496121183519784873 n

შეტანილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნუსხაში, მინიჭებული აქვს  ბუნების ძეგლის სტატუსი. ნაზოდელავოს მღვიმე სოფელ  ახუთს განეკუთვნება. მდებარეობს მდ. ზანას ხეობაში, 290 მეტრი ზღვის დონიდან. სოფელ ახუთის ცენტრიდან    6.8 კმ-ია

10173808 704124106297342 667148270 n

ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა.

600183 528867180489703 1537520937 n
მღვიმე იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. მთავარი ტალანის ფსკერში ჩაჭრილი ეროზიული კანიონით მოზრდილი ცივი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი შტო, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები. წყარო

225431 206765869354829 1591904 n

16195662 10212174779066236 900419036465237514 n23167719 1584222618283428 8181366351531677918 n

გამოყენებულია რომან თოლორდავას ფოტოგრაფიები.  თუ მოგეპოვებათ სხვა საინტერესო სურათები და ინფორმაცია დაგვიკავშირდით ჩვენ გვერდზე

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ