კატეგორიის გარეშე

“ნაგვის ადგილი ურნაშია”. დასუფთავების აქცია მუხურში

2018 წლის 19 აგვისტოს ფეისბუქში მოწოდება გაზიარდა შემდეგი ტექსტით: ” “ვასუფთავებთ ულამაზეს ადგილს, მუხურს, “გვალაშარას ჩანჩქერს”!🖐-გაუწოდე ხელი ბუნებას!
მოდი, მოგვეხმარე!..
ერთად გავუფრთხილდეთ გარემოსა და მომავალს!..
სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის გასაღებია!.. “

ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მუხური ჩხოროწყუს ფილტვია და ბოლო დროს დაბინძურების ხარისხი ძალიან მაღალია.

ერთი მხრივ, დასუფთავების სპეციალურ სამსახურებს საქმე მოემატათ და განსაკუთრებით აგვისტოში აქტიურობა სავალდებულოა, მაგრამ მთავარი მაინც სტუმართა მორალური პასუხისმგებლობაა.

მოწოდებას საკმაოდ პოზიტიური რეზონანსი ქონდა…. გთავაზობთ დასუფთავების აქციის ამსახველ ფოტომასალას, რომლებიც მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მონაწილეებს შორის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეის მოადგილე, მუხურელი გოჩა ჩიქოვანიც იყო