70 წელს გადაცილებულ 256 მარტოხელა ხანდაზმულს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მშვიდობისა და განვითარების აკადემია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში 70 წელს გადაცილებულ 256 მარტოხელა ხანდაზმულს საკვებით და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა.

ბენეფიციარების მოძიებასა და პროცესის ორგანიზებაში ასოციაცია „ბილიკი“ მონაწილეობდა, რომელიც პროექტის რეგიონული პარტნიორია. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში