მფრინავი ნიკოლოზ კვარაცხელია წარმოშობით ნაკიფუდან ყოფილა ( წალენჯიხის რაიონი) შემდეგ მუხურში დასახლდა. მის დრამატულ ისტორიას გაზეთი ” ნაპერწკალი” გვამცნობს.
ნიკოლოზ კვარაცხელია
ნიკოლოზი პროფესიონალი სამხედრო მფრინავი ყოფილა და მისი გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული. ნიკოლოზმა ორი უმძიმესი ტრავმა მიიღო, დაკარგა ხელის თითები და მშვიდობიან ცხოვრებას შეუდგა. 1967 წელს ნაკიფუელი ვაჟკაცი 54 წლისაა და მუხურშია დასახლებული. ყოფილა გაგრის აეროპორტის უფროსი, უმუშავია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
ბესარიონ ქებურიასთან ერთად ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური მფრინავი.