ქალთა საინიციატივო ჯგუფი “მაღვიძარა” მეფუტკრეობის ცენტრის გასხვისებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
მუხურის მეფუტკრეობის კვლევითი ცენტრი გასხვისების საფრთხის წინაშე დგას!!!!
აღნიშნული ფაქტი დღეს გახდა ცნობილი ქალთა საინიციატივო ჯგუფი ,,მაღვიძარა”_სა და სოფლის მონიტორინგის ჯგუფ ,, ხალხი” _სთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შესულია წერილი კერძო კომპანიისგან მეფუტკერეობის ცენტრის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე !!!!!!
აღნიშნილ ცენტრში დღეისათვის დასაქმებული არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, მიმდინარეობს აქტიური ყიველდღიური სელექცია ფუტკრის მეგრულ პოპულაციაზე, ბაზა ყოველწლიურად ეკონოკის სამინისტროს გადასცემს გარკვეული რაოდენობის ნამატ თაფლს და დედა ფუტკარს , რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც მთავრია კვლევითი ცენტრის მხარს უჭერს ადგილობრივ მეფუტკრეებსაც და ყოველწლიურად გადასცემს უსასყიდლოდ 100 ცალ დედა ფუტკარს. მუხურის მეფუტკრეობის კვლევითი ლაბორატორია 2017 წელს აღდგენილი იქნა ,,ქართული ოცნების”. ხელისუფლების ხელშეწყობით., რომელიც 90 წლების პერიოსიდან მიტოვებული და უფუნქციო იყო. ყველასთვის ცნობილი მუხურის მეფუტკრეობის ბაზის ისტორიული დანიშნულება და დატვირთვა. მუხურის მთის რუხი ფუტკარის (მეგრული პოპულაციის ) კვლევითი ცენტრი დასაბამს იღებს 1949 წლიდან. ამ პერიოდიდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში ყოველწლიურად გაყავდათ 35_45 ათასი დედა ფუტკარი.დასაქმებული იყო 200 ზე მეტი ადგილობრივი, მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესზე მუხურის ფუტკარი დაჯილდოებულია სამი ოქროს მედლით და დღეს მეფუტკრეობის კვლევითი ცენტრის გასხვისება წარმოადგენს მუხურის მეფუტკრეობის მთელი ამ ისტორიის _მითვისების საშიშროებას,
მეფუტკრეობის ბაზა წარმოადგენს სავიზიტო ბარათს მუხურის როგორც ტურისტული ზონისა. ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას და აღნიშნული ფაქტზე რეაგირება შედი თოთოეული მუხურელის ინტერესში.!!!