ჩხოროწყუელი მოსწავლის ვახტანგ ვეკუას პატარა წერილი რაიონის ფოლკლორზე. (სტილი დაცულია)
მასალა აღებულია:
ერის კულტურული დონის შესაფასებლად ფილოსოფოსნი იტყოდნენ: რამდენი საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი ჰყავსო, რამდენი ნიჭიერი სახალხო მთქმელიო, “– წერდა ილია ჭავჭავაძე.
სიტყვა ფოლკლორი ინგლისური წარმოშობისაა და ხალხის სიბრძნეზე მიუთითებს, მას კერძო ავტორი არ ჰყავს – ერთი იტყვის, მეორე განავრცობს, მესამეც რაღაც თავისას მიუმატებს და ასე ზეპირ იქმნება ხალხის გულისთქმის გამომხატველი ტექსტები, რომლებიც ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლები მხატვრული ღირებულებებით განსხვავდებიან.
ჩვენს კუთხეში – კერძოდ, ჩხოროწყუში იყვნენ და არიან ხალხური მთქმელები, რომელთა გამონათქვამები ცალკე გამოცემად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რამდენიმე კრებულშია დაბეჭდილი:
პროფესორ აპოლონ ცანავას მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევა-მონოგრაფიაში “ქართული ზეპირსიტყვიერება~ (მეგრული მასალები) მიმოხილულია მუხურელი ავტორ მთქმელის, კაპიტონ გახარიას “მახუტელას ზღაპარი~, ზღაპრები “ოჩოკოჩსა~ და “ტყაშმაფაზე~. 1914 წელს გამოქვეყნდა იოსებ ყიფშიძის “მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით~, სადაც შესულია ზღაპრები, ლექსები, ანდაზები და სარიტუალო ლეგენდები. მრავალრიცხოვან მთქმელთა შორის არიან ჭოღელი ექვთიმე ქარჩავა (“სამი ძმის ზღაპარი~), ახუთელი ევდოკია ვეკუასგან ჩაწერილი “დავით აფაქიაში ლერსი~ (დავით აფაქიას ლექსი).
1975 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერება~ (მეგრული სიტყვიერება, პოეზია). ამ გამოცემისთვის ტექსტები მოამზადა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო ფოლკლორისტმა ტოგო გუდავამ. კრებულში გამოქვეყნებულია სხვადასხვა დროს (1931-35-36, 1966-68-69 წლებში) სოფელ ქვედაჩხოროწყუში, ლესიჭინეში, კირცხში, მუხურში, ხაბუმეში ჩაწერილი ნიმუშები. , რომელთაგანაც ზოგიერთს ერთვის შესაბამისი კომენტარები.
დამიმატე, მახუტელაო~ (გემიძინი, მახუტელა). გამარჯვებული არ უნდა შეცდეს და მეორეჯერ არ უნდა დაარტყას.
მაგალითისთვის გაგაცნობთ მითოსურ ამბავს მახუტელაზე, რომელიც ნადირთ-პატრონს, ტყაშმაფას (ტყის დედოფალს) იცავს საზარელი ოჩოკოჩის (ვაც-კაცის) ძალადობისაგან. ტყაშმაფას დაედევნება ოჩოკოჩი, ტყის დედოფალი კივილით გარბის და უხმობს მახუტელას. მახუტელა ოჩოკოჩს ერთხელ ესვრის ტყვიას. დაჭრილი ოჩოკოჩი ემუდარება მახუტელას – კიდევ მესროლეო, მაგრამ მახუტელა ამ თხოვნას არ აუსრულებს, რადგან იცის, რომ მეორედ ნასროლი ოჩოკოჩს ჭრილობას გაუმრთელებს. ეს მითოლოგიური პასაჯი დღემდეშემორჩენილია საბავშვო თამაშობაში. სოფ. მუხურში ჩაწერილია ასეთი გადმოცემა: ერთ-ერთი საბავშვო თამაშის დროს გაქცეულ ბავშვს თუ მეორე ბავშვი დაეწია და თავზე, მხარზე ან ზურგზე ხელი დაარტყა, დაზარალებული დამრტყმელს ეტყვის -
ამ ზღაპრის გამოხატულებაა ლექსი `გემიძინი, მახუტელა~:
_ გემიძინი, მახუტელა!
_ ვეგეიძინა, ვარია!
_ ჭყელ ოფედას, მახუტელა,
სქან სახელ დო გვარია.
_ გემიძინი, მახუტელა!
_ ვეგეიძინა, ვარია!
_ ჭყელ ოფედას, მახუტელა,
სქან ეზო დო ფანია.
_ გემიძინი, მახუტელა!
_ ვეგეიძინა, ვარია!
_ დორტახუდას, მახუტელა,
გაჭირებას ფალია.
_ გემიძინი, მახუტელა!
_ ვეგეიძინა, ვარია!
_ ჭყელ ოფედას, მახუტელა,
სქან ფოქვაშ კარია.
_ დამიმატე, მახუტელა!
_ არ დაგიმატებ, არა!
_ წყეული იყოს, მახუტელა,
შენი სახელი და გვარი.
_ დამიმატე, მახუტელა!
_ არ დაგიმატებ, არა!
_ წყეული იყოს, მახუტელა,
შენი ეზო და ჯალაბი.
_ დამიმატე, მახუტელა!
_ არ დაგიმატებ, არა!
_ გაგტყდომოდეს, მახუტელა,
გაჭირვებისას ფალია.
_ დამიმატე, მახუტელა!
_ არ დაგიმატებ, არა!
წყეული იყოს, მახუტელა,
შენი გამოქვაბულის კარი.
ჩხოროწყუში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ ხალხური მთქმელები: ეთერ გვარამია, იზოლდა სიჭინავა, კონა ზარქუა, შოთა ჯიქია, ოლია სიჭინავა, თადა გოგუა, ძაბული ავქსენტის ასული ვეკუა, მამანტი კვირტია, ბეგლარ კვირტია, ნიკო ტოტიას კვირტია, ბესა ლოგუა, აკაკი პეტრეს ძე გოშუა, ს. აფაქია-კვირტია, ალექსანდრე სიჭინავა, პეტრე იოსეს ძე ჩხარჩხალია, თადა გოგუა, კაპტონ გახარია, სერგო პერტაია. . . ამ მთქმელთაგან დღეს თითქმის არც ერთი ცოცხალი არაა.
დღეს სხვა თაობა ხალხური მთქმელებისა აგრძელებს ამ ტრადიციას და ჩვენ თვალწინ იქმნება ხალხური შემოქმედების ახალი ნიმუშები, რომელთაგანაც გამოვარჩევდით ლექსს „უკულ მუჭო დო“, რომელიც სოფელ თაიაში შეიქმნა. მისი ავტორები მწყემსები არიან, იორდანე აფშილავა და როინ თოდუა, არა მარტო მთქმელები, არამედ შესანიშნავი მომღერლებიც. ისინი 2006 წელს საქართველოს ეროვნულ ფესტივალზე ამ ლექსზე შექმნილი ორიგინალური სიმღერით წარსდგნენ, რასაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. აი ნაწყვეტი ამ ცნობილი ტექსტიდან:
მოლე ჩიტი გილახე დო
მელე უჩა ყვარია
კოჩი ვარე ჩქინ მოხვარე
ღორონთ ქუმმახვარია.
უბედური ბედისია
მარგალ დუვილ ბერგისია
მუთუნ წამალს ვახვარულენს
ღომუ რგილიშ მეტისია.
ართ ჯოღორი ქოპუნსდო
გერშა ქუგუ ნაფულე
მოჯგირეებს ქოჭკუნსუ დო
ტერშა მუთუნ ვაღოლე. . . .
(გაღმა ჩიტი შემომჯდარა და გაღმა შავი ყორანი,
კაცი არა ჩანს მშველელი, ღმერთო, ისევ შენ მიშველი.
უბედური ბედისაგან მეგრელი მოუკლავს თოხსაო,
სხვა წამალს ისე ვერ ხმარობს, როგორაც გრილ ღომსაო.
ერთი ძაღლი მყავს ისეთი, მგელსUუგავს ნაფეხურები.
მტერს ვერაფერი დააკლო, შეჭამა ნათესავები. . . )
წინაპართა საქმეს აგრძელებს 34 წლის ირაკლი კაჭარავა, ავტორ-მთქმელი და მომღერალი, 1996 წლიდან ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩხოროწყუს“ ლოტბარი, ასევე ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლის, „ცაშკიბულის“ (რომელიც წელს 10 წლის გახდა), ხელმძღვანელი, რომლის ერთი ლექსის ქართული თარგმანი ჩვენ შევასრულეთ ავტორის ნებართვით:
ბჟა დო თუთაშ ბარჩხალუა
ბჟა დო თუთაშ ბარჩხალუა,
მურიცხეფიშ ვარკალუა,
მაფშალიაშ ღურჭული დო
ქილორეფიშ კარკალუა. . .
სკან სისკვამეშ მემაჯინე
საფულეს ქიდიფხვარხვალუა.
არკვანიში კიონწაფა,
დიდაშ ნანაშ მორჩქილაფა,
ყებურს დაჩხირიშ ტყვარცალი დო
შორშე გერიშ მეყურაფა,
ოჩოკოჩიშ ბურინი დო
ტყაშმაფაში ეძირაფა,
ჭყონიშ ჯაშე გითნაციმა
ფურცელეფიშ ფარფალია. . .
დღას ვამორლასუდას
ჭიჭეშ გითოქვაქვალია.
ღორონთიშე ხვამელი ორდას
სქან მარდუ დო მაფალია.
ჭიჭე წყარს მერჩხა გოსქვანს,
მოძინელს პოპორუა,
მაციმ ჩხომიშ ვარვალი დო
ჩვამაშ მუნოფოფორუა.
თეზმა სარკოშ მაძირაფუს
შხვადო ვამკო დოხორუა.
ჭიჭეშ ნგარა ელმარჩქილე,
არკვანიში ჭკირჭკინუა,
დიდაშ ნანა გუმაშინენ,
ბაღანობას იბრთინუა.
წანეფი მუშის ორთუ, მარა
გურს ვეგიოხე სირჩინუა.
მზის და მთვარის ბდღვიალება
მზის და მთვარის ბდღვიალება
ვარსკლავების ელვარება,
ბულბულების ტკბილი სტვენა
და ხოხბების მღელვარება. . .
შენს მშვენებას რომ შევყურებ,
საფლავი მეცოტავება.
აკვნის ნაზი გადარწევა,
იავნანით მიძინება,
ბუხრის ცეცხლის ტკაცუნი და
მგლის ყმუილით შეშინება,
ოჩოკოჩის შლიგინი და
ტყაში მაფას შეკივლება.
მუხის ხით ჩამოცვენილი
ფოთლები დაფარფატებენ
ღმერთს ვთხოვ, რომ არ მოგიშალონ
სიხარული პატარებმა,
გამზრდელებს და გაზრდილებსაც
მიენიჭოს გახარება.
მეჩხერ ღელის ჩქერალები
დიდ ოაზე ღრიალებენ,
ქვირითობისას თევზები
წყალქვეშ გაიკრიალებენ.
ამ სასწაულების მნახველს
სხვა მოხიბლავს ნეტარება?
ჩვილი ბავშვის ღნავილი და
აკვნის რწევის ხმა მომესმა,
დედის ნანა მაგონდება
და ბავშვობა მოდის ჩემთან.
წლებს თავისი გააქვს, მაგრამ
გული მაინც არ ბერდება.
(თარგმანი ქართულად ი. ჯალაღონიასი)
ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერა შესულია ჩხოროწყუს ხალხური სიმღერის ანსამბლ ბორჯის~ (გიორგი და ირაკლი კაჭარავები, რობერტ გეთია და იურა შენგელია) რეპერტუარში. ჩვენი კუთხის ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. ჩვენი რაიონის თვითშემოქმედებით ჯგუფებსა და ხალხური სიმღერის ანსამბლ
ჩხოროწყუს~ სცენაზე მრავალგზის გაუცოცხლებიათ ყველასათვის ცნობილი “აბა-ულა~, “ერეხელი~, “ჩაგუნა~, “ძაბრა~, “სი ქოული~, “დიდა ვოინანა~.
გულში ჩამწვდომი, ამაღლებული, უმშვენიერესია ჩვენი ხალხური მელოდიები. მსოფლიოს მრავალი ერი განუცვიფრებია მას. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს ალბათ უფალი თუ ეხმარებოდა საოცარი ჰანგების შექმნაში. თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადმოეცა და ჩვენამდე მოვიდა ბევრი მათგანი, უამრავიც დაიკარგა. ალბათ ყველას, ხმათა სიტკბოებით მოხიბლულს, გასჩენია კითხვა: ვინ დაიმღერა პირველად ეს ჰანგი? პასუხი კი ვერ გვიპოვია, მხოლოდ ვიცით, რომ ხალხურია, ჩვენია, მშობლიურია.
მრავალი წელი გავიდა, რაც ფოლკლორული მასალების კვლევა-ძიება არ ჩატარებულა ჩვენს რეგიონში, რაც უთუოდ უახლოეს მომავალში გასაკეთებელი საქმეა, რათა ხალხის შემოქმედებით გენს შესაფერისი პატივი მიეგოს და შორეულ მომავალს შეენახოს.