მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ! საინტერესო შემოთავაზება, ვისაც ტექნოლოგიების სფერო აინტერესებს

 “ონლაინ Tech ბანაკს” მოსწავლეებისთვის საინტერესო შეთავაზება აქვთ და გადავწვიტეთ ინფორმაცია ჩვენს საიტზეც გაგვეზიარებინა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

თუ ხარ 15-18 წლის სკოლის მოსწავლე, გაინტერესებს ტექნოლოგიების სფერო ან მომავალი პროფესია ჯერ არ აგირჩევია, შემოგვიერთდი ონლაინ Tech ბანაკში 

8 სამუშაო დღიდან 6 დაეთმობა სპიკერის სესიას, სადაც შეძლებ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან 
კოდინგის 2 დღის განმავლობაში შეისწავლი ალგორითმებს და პროგრამირების ენა C++-ის საწყისებს: სინტაქსი, ცვლადები, ოპერატორები ბანაკი გაიმართება 15-27 თებერვალს:
 15 თებერვალი: ციფრული პროფესიები, Hardware, Software;
 17 თებერვალი: Web Programming, Mobile Development;
 19 თებერვალი: კიბერუსაფრთხოება, Game Development, მონცემთა ინჟინერიის საფუძვლები;
 20 თებერვალი: პროგრამირების დღე – ალგორითმები;
 22 თებერვალი: ჩაშენებული სისტემები, UI/UX დიზაინი;
 24 თებერვალი: Cloud, Test Automation;
 26 თებერვალი: ხელოვური ინტელექტი, კარიერული განვითარება;
 27 თებერვალი: პროგრამირების დღე – ალგორითმები; სესიების დაწყების დრო: 19:00 საათი
19 თებერვალს შეხვედრა დაიწყება 17:00 საათზე.
სამუშაო ენა: ქართული. სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/2txcBBrMi6cRbK5C6აპლიკაციები მიიღება 10 თებერვლის 23:59 საათამდე.
13 თებერვალს, შერჩეული 50 მონაწილე, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზატორები:
Google Developers Group: GDG Kutaisi, GDG Tbilisi,
Developer Student Clubs: DSC Georgian American University, DSC San Diego State University, DSC Tbilisi State University, DSC Business and Technology University, DSC Ilia State University, DSC Free University

საკონტაქტო ბმული

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში