Table of Contents
ზოგადად სპელეოლოგია მეცნიერებაა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მიწისქვეშა სიღრმეებს. თავისი განვითარების მანძილზე ის ჩამოყალიბდა და არსებობს უპირველესად როგორც სამეცნიერო დარგი, თუმცა სპორტისა და დასვენების უნიკალურ შესაძლებლობებს უწყობს ხელს.
კომპანია “ტობა ტრეკინგი” ადგენს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მარშრუტებს….
ეს უშუალოდ დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რომელიც ტურისტს გააჩნია…ჩხოროწყუ განსაკუთრებით მდიდარია ექსტრემალური ტურისტული მარშრუტებით, რაც უმეტწილად სპორტული სპელეოლოგიით დაკავებული ტურისტებისთვის არის განკუთვნილი.
ნაწილის მონახულება შეუძლია ჩვეულებრივ ტურისტს, ხოლო რაც შეეხება უფსკრულებს, დიდი გამოცდილებაა საჭირო.
ამის თქმა შეუძლებელია…მღვიმე დღემდე ბოლომდე ამოუცნობი და შეუსწავლელი ფენომენია…ერთი რამ კი ცხადია,თუ ერთხელ დაგატყვევა სიცოცხლის ბოლომდე მისი მსახური რჩები…
მიწისქვეშა წყლები იგივე მდინარეებია, ოღონდ საკმაოდ დაბლა დედამიწის ზურგიდან….იქ თავისებური მიკროკლიმატია, რაც ამ მდინარეებს და ტბებს თავისებურ თვისებებს სძენს…
ესაა წიგნი სამეგრელოზე,რომელიც სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს…მასში ძალიან ბევრი ისეთი ადგილია შესული ,რაც ძალიან ცოტა ადამიანს თუ ექნება ნანახი….
ეს გახლავათ ბუნების საოცრებები, რომლებიც თავიანთი პირველქმნილობით და ხელშეუხებლობით არაფრით ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სახელმოხვეჭილ ადგილებს….ძალიან ბევრი უცხოელი მწერს, რომ ისინი მზად არიან ამ ზაფხულზევე ჩამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ ეს ყველაფერი….წიგნი იყიდებება “ბიბლუსის” ყველა მაღაზიაში
ძალიან დიდი ხანია ფოტოებს ვიღებ…. ალბათ, სულ ცოტა 10 წელი…
რაც შეეხება ჩემს გამოფენას, არ ვთვლი საჭიროდ, ვინაიდან ჩემი ფოტოები საკმაოდ აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს აქვს მათი ნახვის და შეფასების საშუალება. ეს უფრო დიდი აუდიტორიაა, ვიდრე ის რომელიც ერთმა გამოფენამ შეიძლება დაიტიოს.