მიშა ცირდავას ღვინის გზა

 მიშა ცირდავას შესახებ ბევრი გვსმენია.  საქმიანობაზე ინფორმაციებს ვეცნობოდით, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ადამიანი თავისი საქმით ცხოვრობს. თვალებშიც კი უდიდეს მონდომებას შეამჩნევთ. ამბობს დიდ კომერციულ ეფექტს ასეთი  შრომაზე ორიენტირებული ყოფა უჯობს  და უკანდახევას არ გეგმავს.

მიშა ცირდავა

სახელმწიფო სამსახურიდან მევენახეობაში

„მუხურში დავიბადე და გავიზარდე. სხვადასხვა სფეროში მომიწია ყოფნა. ვიყავი სასულიერო სემინარიაში, სადაც  „ შენ ხარ ვენახი“ -ს გალობა  კარგად ავითვისე. მიზეზი გასაგებია: ყოველთვის მქონდა ჩემი განწყობა ვენახისადმი.

ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, შსს აკადემიაში და ა.შ, მაგრამ  ვერც  ერთი არ  აღმოჩნდა ის საყვარელი საქმე , რომელსაც ბოლომდე გავყვებოდი.

საჯარო მოხელეც გახლდით და  დიდი ფიქრის შემდეგ,  გადავწყვიტე  მუხურში დავბრუნებულიყავი. ეს იყო რთული, მაგრამ ამავდროულად გააზრებული  ნაბიჯი.

ჭვიტილური და  კოლოში

როდესაც დავიწყე  უძველეს ჯიშეებზე საუბარი, მაშინ ამაზე დისკუსია არ იყო.  მეტიც, დიდი სკეპტიციზმი გახლდათ დამკვიდრებული.  თავის დროზე საკითხი  გივი ელიავამ წინ წამოწია. იყო მხოლოდ  ერთი ლოკაცია, რომელიც მისი ინიციატივით არსებობდა.

 ჩემთვის საინტერესო გახლდათ ჭვიტილური, კოლოში და სხვა უნიკალური ჯიშები.  მიხარია, რომ  თემა უკვე პოპულარულია და  ხელისუფლება ინტერესს იჩენს. 

დავიწყე ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიდნენ ფრანგები, სადაც იციან ღვინის ფასი და განცვიფრებულნი დარჩნენ ხარისხით და არომატით.   70 ქვეყანა მოიარეს და ხუთეულში მოხვდა.  ესპანეთში მსოფლიო სიმპოზიუმზე საქართველოს სახელით იქნა წარდგენილი

მუხური

ჩემთვის მუხური ესაა ჩვენს ღვინოებში გამოხატული მრავალფეროვანი არომატები, რომელიც არც ერთ სხვა ღვინოს არ გააჩნია

კოლხიშ ნანას ასლი მიშას მარანში

როგორ დაერქვა უნიკალურ აღმოჩენას კოლხიშ ნანა

სიძველის დედანი  სოფელ ცაიშში აღმოჩნდა და ძველი წელთააღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებაზე გამოსახულია  ღვინის თასი, რაც ჩვენს სტუმართმოყვარეობას და კოლხური მეღვინეობის მაღალ ტრადიციას ხაზს უსვამს.

სამეცნიერო კონფერენციაზე უნიკალური ექსპონატი გავიტანეთ და ადგილობრივმა თვითმართველობამ მისი ასლის დამზადება გადაწყვიტა.

ჩვენი  ინიციატივით ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს   „ კოლხიშ ნანა“ ეწოდა.  ასლის საწყისი ვარიანტი გაურკვეველ ვითარებაში დაზიანდა, მაგრამ   გუბერნატორისა და ზუგდიდის საკრებულოს მონდომებით ამჟამად „დადიანების მუზეუმის“ ეზოშია განლაგებული .

მარანი

მარანი ტრადიციულად ქვით შენდებოდა და კლიმატ-კონტროლსაც უზრუნველყოფს. მალე დავასრულებ და სტუმრების მისაღებადაც მზად ვიქნები.

მეთუნეობის დიდი ტრადიცია სამეგრელოში

მეთუნეობის დარგი მთლიანად სამეგრელოში ძალიან განვითარებული იყო, ხოლო მუხური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი  გახლდათ. განსაკუთრებით ცნობილია  ცირამუების დინასტიური ტრადიცია.  ჩემი წინაპრების „ ლაგვანები“ მათი დამზადებულია.

ამ საკითხმა რომ დამაინტერესა, ვნახე უამრავი მასალა და  დავრწმუნდი, მუხური  პირდაპირაა მითითებული. ასე რომ მუხური წარმოადგენს მექვევრეობის ერთ-ერთ უმთავრეს კერას საქართველოში

 ამპილოგრაფიული რუკა, რომელმაც უძველესი კოლხური  ჯიშები დეტალურად აღწერა

თავის დროზე “ღვინის ეროვნული სააგენტო”-ს ხელშეწყობით გაკეთდა “სამეგრელოს მეღვინეობის რუკა”, ხოლო შემდგომ აღნიშნული უწყების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი სამანიშვილმა და სხვებმა მოიწონეს ჩვენი იდეა ამპელოგრაფიაში აღწერილი ძველ მეგრულ ვაზის ჯიშებზე და იმ ლოკაციებზე გამახვილებული ყურადღება, სადაც იგივე, მექვევრეობის კერები თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მიკვლეული შემორჩენილი ძველი მეგრული ვაზის ჯიშები ჯერ კიდევ არსებობდა.

ასევე, ბოლო დროს, გაკეთებული საკოლექციო ნაკვეთები. ეს რუკა ცოცხალი ორგანიზმია და ცხადია, ის რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის პროპორციულად განვითარდება. ინიციატივა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშომელთათვისაც ძალიან მოსაწონი გახდა.

 ქვედა ჩხოროწყუში  დადიანებს ვენახები  ქონდათ მოშონებული და იქაურობა კოლხეთის მაშტაბით მეღვინეობის დიდი ცენტრი იყო

რატომ დაერქვა მიშა ცირდავას მეღვინეობას „ ობენე“ და რა არის ლახუტები

ობენე აღნიშნავს იმ ადგილს , სადაც ხდებოდა  ლოცვა და რიტუალების შესრულება. იქ იდგა ხე, რომელსაც ერთგვარი საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. მის გარშემო კი პატარა ქვევრები -ლაგვანები. მათ ,, ლახუტები“ ეწოდებოდა.

როდესაც რეპრესიები დაიწყო და  საეკლესიო რიტუალები აიკრძალა,  ლახუტებთან ლოცულობდნენ. ესაა უდიდესი ენერგიის მატარაებელი. გირჩევთ არ დააზიანოთ.

სადაც ცოცხდება ტრადიცია

კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია

ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია“  დავაფუძნეთ. ჩვენთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.

მუშაობის დროს გამოიყენება მხოლოდ ნატურალური პროდუქტი

  ინდუსტრიულმა მეღვინეობამ თავისი შესაძლებლობა თითქმის ამოწურა, დადგა მცირე მარნებისა და ტერუარების დრო. ნიადაგი, წყალი, ჰაერი, აბორიგენული ჯიშები თავისი ტრადიციული მიდგომებით ქმნის უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რაც დღეს ტრენდულია თანამედროვე ღვინის სამყაროსთვის.

ვიყენებთ ბუნებრივ პრეპარატებს, როგორიცაა ჭინჭრის ნახარში და სხვა. დიდი მიწების მაგივრად ხარისხზე და  ღვინის ტრადიციულ კულტურაზე ვარ ორიენტირებული.

ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ მეცნიერულ საფუძვლებს ემყარება. მაქვს ინტენსიური კონტაქტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან.

ეს ორი ჯიში იმითაა საინტერესო, რომ მონაცემები წინასწარ მქონდა და ჩხოროწყუსთანაც მათთან კავშირი დასტურდებოდა. ჭვიტილური მუხურში ხარობდა, ხოლო კოლოშონა ადგილია ნაფიჩხოვოში.

დიდი ხნის შემდეგ კოლოშს ზუგდიდში მივაკვლიე. “სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან” მეცნიერების რეკომენდაციაც ეგ იყო,რომ ადგილობრივ ნიადაგზე მომეძებნა აბორიგენული მეგრული ჯიშები.

ცხადია, მათ საგურამოში (ჯიღაურა)აქვთ საკოლექციო ნაკვეთი,მაგრამ მათივე თქმით მეგრული ჯიშები,რომლებიც დიდი ხანი თავისი ავთენტური გარემოდან ათეულობით წლები უცხო გარემოში იყო შესაბამისაც სახეცვლილიც იქნება.

ქართულ -აფხაზური თანამშრომლობა კოლხური ჯიშების განვითარებისათვის

ჩემი ინიციტივაა, რომ აფხაზ მეღვინეებთან  უძველესი კოლხური ჯიშების გადასარჩენად და განვითარებისთვის კონტაქტი დამყარდეს. ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო თანამშრომლობას და ამავდროულად  ყველა ჩვენთაგანისათვის მომგებიანი იქნებოდა. ინიციატივამ ხელისუფლებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ძალიან კომუნიკაბელურები არიან.  უკვე  არის პიროვნული კონტაქტები. მთავარია  მოვძლიერდეთ.

აგროტურიზმი

აგროტურიზმის  პოტენციალი უსაზღვროა.  ყველაფერი ურთიერთკავშირშია და  მევენახეობის განვითარეა ამ მხრივაც  იმოქმედებს.

 პერსპექტივა

 ჯერ განვითრების საწყის ეტაპზე ვართ. ღვინოები კი მაქვს,მაგრამ   დიდი სამუშაოა წინ. ვაგროვებ სხვადასხვა ყურძნიდან, ვპოულობ სხვადასხვა ადგილზე. ყველა ჯიშს თავისი თვისება აქვს. ზოგი უფრო ადრე დუღდება, ნაწილი-გვიან.

რაც შენი შინაგანი მოწოდებაა, ვერ გაექცევი. მეღვინეობა  მთელი სტიქიაა. ჩხოროწყუში მეტი ენთუზიასტი გვინდა. საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევისთვის  რადიო „იმედზე“  გადაცემები მზადდებოდა.    უხელფასოდ ვცდილობდი მეტს გაეგო  მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხშრად მეუბნებიან „ რას დადიხარ, რატომ ცდები“  ადამიანთა ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია  ,რომ ფულის გარდა უმნიშვნელოვანესია შინაგანი მონდომება და სასურველი საქმე ბოლომდე იქნეს მიყვანილი

Related posts

Actor Valeri Sichinava

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნიჭიერი, მისთერ იაგო