მეორე ტური ჩხოროწყუში

მეორე ტურის დროს ჩხოროწყუელ ამომრჩეველს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მერის არჩევნებში მეორე ტურში მოქმედი მერი დათო გოგუა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბადრი ქარჩავა მიიღებენ მონაწილეობას.

დათო გოგუა დაიბადა 1977 წლის 26 აპრილს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში.

1993 წელს დაამთვრა ქ. თბილისის №82 საჯარო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალი, ფაკულტეტიისტორია-იურიდიული, სპეციალობით სამართალმცოდნე.

1998-2003 წლებში მუშაობდა შ.ს.ს სატრანსპორტო პოლიციის დაცვის დეპარტამენტისოცეულის მეთაურად.

2002-2004 წლებში №31 საავიაციო ქარხნის ლოჯისტიკის დეპარტამენტის გაყიდვებისმენეჯერად.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი,ლეიბორისტული პარტიიდან.

2011 წლიდან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველოს წევრია.

2012 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.

2014 წელს არჩეულ იქნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლად.

2017  წელს არჩეულ იქნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერად

ბადრი ქარჩავა რამდენიმე მოწვევის საკრებულოს წევრია. წარმოადგენს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” იყო სოფელ ხაბუმეს მაჟორიტარი.

ჩხოროწყუს საკრებულოში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ(თანმიმდევრულობა შემთხვევითია) :

ქალაქი ჩხოროწყუ:

ჯანო პერტაია ( ქართული ოცნება) – რამაზ გულუა ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

ვინაიდან რამაზ გულუა უკვე არჩეულია პროპორციული სიით მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში საკრებულოში შევა ქართლოს საჯაია.

ლესიჭინე:

მამუკა ფიჩხაია ( ქართული ოცნება)- ვარლამ სიჭინავა ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

ხაბუმე

ნუგზარ ჯალაღონია ( ქართული ოცნება)- ტარიელ შენგელია ( “საქართველოსთვის”)

ლეწურწუმე და კირცხი

შოთა წურწუმია ( საქართველოსთვის) –დათო კვირტია ( ქართული ოცნება)

ვინაიდან შოთა წურწუმია უკვე არჩეულია პროპორციული სიით მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში საკრებულოში შევა ჯონი ჯალაღონია

ზუმი და მუხური

აჩიკო ცირამუა (საქართველოსთვის) – გოგა თოლორდავა ( ქართული ოცნება)

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში