მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღონისძიება ჩხოროწყუში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.

წელს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ღონისძიება პირველად ჩატარდა რეგიონში.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ჟიურისა და ათეულის კლუბის წევრები ესწრებოდნენ .

ღონისძიებას აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა და 2019 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მიხეილ ცქვიტაია მასპინძლობდა

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში