60-ნ წლებში, გაზეთ ” თბილისში”, სადაც ბოლო გვერდებზე ნეკროლოგები ქვეყნდებოდა, მკითხველებმა ლიდია პაპასკირის უდროო გარდაცვალების შესახებ გაიგეს.
65 წლის ახუთელი ქალბატონის გამო რეჟიმმა განსაკუთრებული შეცხადება საჭიროდ არ ჩაითვალა…..
ყველაფერი კი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო, როდესაც ამ სოფელში ერთი მონდომებული მღვდელი ანტონ პაპასკირი მოღვაწეობდა
გაზეთი “ივერია” გვამცნობს:
სოფელში არსებული ვაჭარ ” სამღებროელების” ხელშეწყობით ანტონმა დიდი, მაგრამ რთული საქმე ითავა და როგორც ჩანს, მტერი და მოყვარე უმალვე გაიჩინა. წინააღმდეგობრივი იყო განათლების პრობლემაც,
“ეშმაკის მათრახი”, ” ცნობის ფურცელი” პერიოდულად მიმოიხილავენ ახუთში არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივ ინტილიგენციას ინერტულობას უწუნებენ , ხოლო ანტონს რევოლუციის პერიოდში შავრაზმელობაც კი დააბრალეს.
ახუთის შესახებ საინტერესო ცნობებს კიდევ მივუბრენდებით, ახლა კი პაპასკირების ოჯახში გაზრდილი ქალბატონის უჩვეულო ცხოვრება გავიხსენოთ.
ვინ იყო ლიდია?
ლიდია 1898 წელს ახუთში დაბადებულა. განათლება მამის მიერ გახსნილ
ორკლასიან სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდეგ იყო ქუთაისის ქალთა გიმნაზია, სადაც მასთან ერთად სხვა ქართველი მემარცხენე და ფემინისტი ქალბატონებიც მოღვაწეობდნენ.
ლიდია აქტიურად იყო ჩართული მემარცხენე მოძრაობაში, იზიარებდა სოციალ-დემოკრატთა შეხედულებებს.
ის იყო ეროვნული ყრილობის მონაწილე, სადაც არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო.
პირველი თაობის სტუდენტი თბილისის უნივერსიტეტში
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეირჩა 19 წარჩინებული სტუდენტი, რომელიც 1919 წელს გერმანიაში სასწავლებლად გააგზავნეს.
“1924 წელს მან გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ ლიდიამ დიდი აღიარება მოიპოვა, დისერტაცია გერმანიის ცნობილ ჟურნალებში დაიბეჭდა. საქართველოში კი პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალი გამოჩნდა.“
1926 წელს ლიდა პაპასქირი სამშობლოში დაბრუნდა და სამეცნიერო მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუდგა.
1937 წელს ანტონი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. არ დაინდეს ლიდიაც , რომელსაც საერთო ჯამში 18 წელი ციხეში და გადასახლებაში გატარება მოუწია.
“1960 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოაქვეყნა ლიდია პაპასქირის „ლორელაი: თქმულებები“-ს თარგმანი, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვარის ვერა ბელეცკაიას მიერ იყო ილუსტრირებული. “
ამის შემდეგ დიდხანს არ უცხოვრია. დაკრძალულია ახუთში
ადგილობრივი მუზეუმის ხელშეწყობით, მისი სახელი უკვე ცნობილია ჩხოროწყუელებისთვის.
საკრებულოს თავმჯდომარის, ახუთელი კაცის, ბესიკ ესებუას ინიციატივით ლიდიას საფლავი მოწესრიგდა.
ასეთია ლიდიას ბედი, რომელიც მთელი დრამაა……და ალბათ კიდევ ბევრი საინტერესო დეტალია საჯაროდ გამოსატანი
ის მაინც დარჩა პირველად…… პირველი სტუდენტი, პირველი მეცნიერი, წარმატებული და მებრძოლი.