ლესიჭინეს თემში საინიციატივო ჯგუფ “დეკას” მიერ ხორციელდება პროექტი – “შემოიჭყიტე ჩვენთან”, რომლის მიზანია ლესიჭინეს თემის ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ ბაზაზე ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის შექმნა.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”) კამპანია, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით მცირე ფულადი რესურსის (400 ლარი) მოპოვება ახალგაზრდული სივრცის კონკრეტული ინვენტარის – პორტატული დინამიკების შესაძენად.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გახნილია მიზნობრივი საბანკო ანგარიში, სადაც ამ ეტაპზე მობილიზებული თანხაა – 160 ლარი.
ძალიან გაგვახარებს და დიდ დახმარებას გაგვიწევს კამპანიაში ბევრი ადამიანის ჩართულობა, ნებისმიერი სახის მხარდაჭერით (არამხოლოდ ფინანსური, არამედ ინფორმაციის გავრცელების კუთხით).
კამპანიისთვის შექმნილი ანგარიშის ნომერი, სადაც შეძლებთ თანხის ჩარიცხვას (მიზნობრიობაში მიუთითეთ __ ლესიჭინეს ახალგაზრდებისთვის): GE76BG0000000549367090
მიმდინარე პროექტის, კამპანიისა და მოპოვებული რესურსის განკარგვის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჯგუფს: https://shorturl.at/cgiKO