კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გუშინ, 10 იანვარს, საქართველოს მწერალთა სახლში ჩატრდა გიორრგი ლეონიძის დაბადების 125 წლისტავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჩხოროწყუს ახალგაზრდულმა თეატრმა (რეჟისორი დათო დარსალია) წარმოადგინა პოეტის მოთხრობების „ნატვრის ხე“ მიხედვით შექმნილი შექმნილი სპექტაკლი.

სიმართლე გითხრათ, ამ სპექტაკლის ნახვა ჩხოროწყუში ვერ მოვასწარი და ძალიან მაინტერესებდა. რაც ვიხილე,

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა, რომლთა ასაკი 14 წელს არ აღემატებოდა, მართლაც საოცარი რამ წარმოადგინეს. არ შეიძლებოდა იმისთვის, რაც სცენაზე ხდებოდა, გულგრილად გეყურებინა.

ეს იყო ძალიან დახვეწილი წარმოდგენა, საოცრად სრულყოფილი და დამაჯერებელი. თითოეული მონაწილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ურთულეს საქმეს წარმატებით გაართვეს თავი. ძალიან საინტერესო და ორიგინალური იყო თავად სპექტაკლის გადაწყვეტა. მისი ფინალი სრულიად ახლებურად გააზრებული, თანამედროვე პრობლემებისადმი მისადაგებული.

ძალიან შთამბეჭდავი იყო მუსიკაც , რომლის ავტორი ასევე ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კომპოზიტორი იაგო ქებურიაა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ თეატრმცოდნეები, მწერლები, ჟურნალისტები, საზოგადოების სხვა პროფესიის წარმომადგენლები, უბრალო, რიგითი მაყურებლები.

შეფასება ერთგვაროვანი იყო: ბრწყინვალე ნამუშევარი.

სპექტაკლის ბოლოს გამოვიდნენ და შეაფასეს მწერალმა მარინე თექთუმანიძემ, ჟურნალისტმა გიგლა გობეჩიამ და სხვებმა. განსაკუთრებული საინტერესო იყო თავად თეატრმცოდნეების შეფასებაც.

აღფრთოვანება, აღფრთოვანება, აღფრთოვანება!

მეც არფრთოვანებული ვარ, რადგან სახლში, სადაც გალაკტიონის, გოგლას, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის და სხვა ბრწყინვალე პოეტებისა და მწერლების გამოსვლა ახსოვთ, ჩემი მუნიციპალიტეტის ნორჩმა შემოქმედებმა თვიანთი ხმაც შეუერთეს და საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს.

უთუოდ მადლობის ღირსნი არიან ამ ღონისძიების ორგანიზატორები, რომლებმაც ქუთაისის თეატრალურ კონკურსზე ნანახი ეს ნამუშევარი ჯეროვნად შეაფასეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

ახალგაზრდულ თეატრს და მის ხელმძღვანელობას შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ. მრავალჟამიერ.

Related posts

გლოვის დღე საქართველოში

ჩვენებური “ყირამალა” 10 იანვარს, თბილისში მწერალთა სახლში გელით

შობის დღესასწაული ჩხოროწყუში