კოტე ნაჭყებია -ეს სურათი განსაკუთრებით არის ძვირფასი ჩემთვის და არამარტო

ეს სურათი განსაკუთრებით არის ძვირფასი ჩემთვის და არამარტო. აქ ახუთია, მერაბ კოსტავას დედულეთი. სურათზე მერაბის ბიუსტის ავტორი დემურ ანთია დგას. სხვებიც, არანაკლებ პატივსაცემი ხალხი. მაგრამ განსაკუთრებით ლამარა შენგელიაა

ამჯერად, და საერთოდაც, ყველაზე ძვირფასი, რადგან უკვე ჩვენს შორის აღარ არის და მისი სურათებიც იშვიათია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მთელი შეგნებული ცხოვრება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლას შესწირა. არასდროს უღალატია ზვიადისა და მერაბის გზისთვის. ამისთვის აწამეს კიდეც შევარდნაძის ჯალათებმა.
ყველაზე სამწუხარო ის არის, ასეთი წმინდა ცხოვრების ადამიანების მწამებლები დღესაც ზეობენ და წმინდა მონაპოვარს იყოფენ. არც კი ახსოვთ საქართველოს დამოუკიდებლობამ ვის სიცოცხლის ხელყოფაზე გადაიარა.
ასეთ ადამიანებს თუ არ გამოვაჩენთ და იმ ჯალათების შვილებს და შვილიშვილებს სახეზე არ ავაფარებთ, ჯალათების, რომლებიც დღეს სხედან მორჭმულ სკამებზე და გვმოძღვრავენ კიდეც.
სანამ სამართალი თავის გზას არ იპოვის, ქვეყანას არაფერი ეშველება.

კოტე ნაჭყებია

პედაგოგი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და აქტივისტი, პოეტი

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა