კოსტას და პელაგიას ოჯახის ამბავი

1937 წელს, ლეწურწუმეში კოსტა წურწუმიას დახვრეტის შესახებ შეიტყვეს. უცნაური ბედი ქონდა კოსტას…..  „მაზნიაშვილის რაზმის“ წევრი, შემდეგში შინსახკომში აღმოჩნდა. ზუგდიდის განყოფილებაც ჩააბარეს, მაგრამ  მის წარსულს ბოლომდე არ ენდობოდნენ და ყველაფერი ერთ დღეში  შეიცვალა…არცაა გასაკვირი შინსახკომელთან ხომ ადრე  თვით აბრაგი ფიფია იმალებოდა.

ციალა და უკი წურწუმიები ბორჯომში კონსტანტინე წურწუმიას დაპატიმრების საღამოს

ეს სურათი მშობლებმა  ბავშვებს დაპატიმრების წინ გადაუღეს.  არ იცოდნენ იმ ღამეს მათი ცხოვრება ძველებურად აღარ გაგრძელდებოდა.

კონსტანტინე წურწუმია და პელაგია ესართია-წურწუმია

ეულად დარჩენილი კოსტას მეუღლე  პელაგია ესართია  თვითონაც  დაპატიმრებას ელოდებოდა, დახვეწილი გემოვნების მქონე კაბებს თბილისელ საშა პარტნოისთან   იკერავდა. საშა გასაქცევად ემზადებოდა და პელაგიას   გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა და პარიზში მოდების დიზაინის განხრით  ერთობლივი მუშაობა შესთავაზა, თუმცა გეგმა ჩაიშალა. „ნკვდმ“ პელაგიასაც მოაკითხა , საშამ თავს უშველა და   გეგმა  განახორციელა

პელაგია

კონსტანტინეს მკაცრი ბრალდება წარედგინა

„რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და ამავე დროს იცოდა საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მზადების შესახებ.“

ომხსენებელი: კრიმიანი

შინსახკომის სამეული: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
სხდომის თარიღი: 11/10/1937
დახვრეტის თარიღი: 11/12/1937

პელაგია როდესაც გადასახლებიდან  დაბრუნდა,  საუკეთესო  ტანსაცმლის დამზადება  დაიწყო.  სახელგანთქმული მკერავის შექმნილიკაბები  ახლაც ოჯახში ინახება….ბოლშევიკები? მან მათ ვერ აპატია.   „მათი  პენსიაც არ მინდაო“  უთქვია და ხელი არ გაუკარებია.

პელაგია ესართია

ოჯახში  ორი გოგონა იზრდებოდა….

  როდესაც  კონცერტზე ერთ-ერთი გამოდიოდა, ვიღაც  ბოლშევიკი  მსმენელი განრისხებული ფეხზე წამომდგარა…. „მამა სამშობლოს მოღალატე და ესენი აქ მუსიკოსებონო“

მათ წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ , ერთ ცნობილი ინჟინერი გახლდათ.მეორე კი- ბანკის მმართველის მოადგილე.

ციალა წურწუმია- კონსტანტინესა და პელაგიას შვილი
უკი წურწუმია-კონსტანტინესა და პელაგიას შვილი

 პელაგიასგან ელეგანტურობა და   ხელოვნების სიყვარული მემკვიდრეობად ერგო. ეს ოსტორია კი ქალბატონ  ნათია ასათიანის დამსახურებით  დაიწერა.

 გაქვთ საინტერესო ისტორია ან ფოტოალბომი? მოგვაწოდეთ,

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა