ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ .
პროექტის საერთო ღირებულებაა 860 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება.
სკოლის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების, ექიმის კაბინეტის, პანდუსის მოწყობა. სველი წერტილების შენობის სამივე სართულზე განთავსება და რაც მთავარია მოხდება ახალი სასკოლო ინვენტარით მომარაგება.
სკოლაში 29 პედაგოგია, რაოდენობა კი 160-ს შეადგენს.
სულ ჩხოროწყუში რეაბილიტირდა 15 სკოლა.უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე