კინტირია შენგელია-ხაბუმელი ვაჭარი, რომელიც სოხუმში სასტუმროს ფლობდა

მის შესახებ  რამდენიმე დღის წინ გავიგე. ცოტა კი გამიკვირდა,მაგრამ ეს ხომ პირველად არ ხდება , რადგან ისტორია ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს და პოვნას დრო და ენერგია ესაჭიროება.

მადლობა ტარიელ შენგელიას და  ახალი ფაქტების გამომჟღავნებას კიდევ ველოდები.

სოფელ ხაბუმეში, ე.წ კალინინში,ერთი ძველი სახლი დგას, რომელიც  რევოლუციამდე გაცილებით ადრე  აუშეებიათ. აქ ცხოვრობდა შეძლებული ვაჭარი კინტირია შენგელია. ის  ყოფილა მსხვილი მემამულე,  აგრეთვე სოხუმში სასტუმროს მფლობელი

სახლში კინტირიას შთამომავლები ცხოვრობენ, მაგრამ შენარჩუნებულია  შენობის  ზოგადი ავთენტურობა და  რამდენიმე საინტერესო დეტალი.

ორნამენტები

სახლი ბევრი საინტერესო ისტორიას მოიცავს. რევოლუციამდე კინტირიას აქ სკოლა გაუხსნია და განათლებას ხელს უწყობდა. რევოლუციის შემდეგ  სახლი ბოლშევიკებმა მიიტაცეს და იქ სოფლის ფოსტა გაიხსნა. შემდგომში ის მეპატრონისთის დაუბრუნებიათ.

ბუხარი ორმხრივია , მათ უერთდება მეორე სართულზე განლაგებული  დამატებითი ბუხარი

მათ შესახებ  მწირი ინფორმაციაა. კინტირიას შვილები და შთამომავლობა. თვითონ ვაჭარი  სოფლის ძველ სასაფლაოშია დაკრძალული. გარდაცვლილა 60-ნ წლენში

Related posts

Actor Valeri Sichinava

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნიჭიერი, მისთერ იაგო